სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მახოს საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ არსებული გამოწვევების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
10-06-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაციის - „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ პროექტის - „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში მე-8 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ავრცელებს. 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ არსებული გამოწვევებისა და დისკრიმინაციის შესახებ მოსწავლეებთან ისაუბრა ორგანიზაცია - „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წევრმა რამინ მაჭარაშვილმა. 

სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მომხსენებელმა გააცნო:

შშმ პირთა მიმართ არსებული სოციალური, სამედიცინო და საქველმოქმედო მიდგომების არსი;
ინკლუზიური მიდგომა, ინტეგრაციასთან დაკავშირებული ბარიერები  და  წარსულში  მომხდარი სეგრეგაციის მაგალითები. ესაუბრა გარემოს ფსიქოანალიზზე, თანამედროვე დროში საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე; 
რა შეიცვალა შშმ პირთა მიმართ კანონმდებლობაში;
უფლებები, პასუხისმგებელი უწყებები და მათი ვალდებულებები;

გაეროს კონვენციის პუნქტები და იმპლემენტაცია ჩვენს კანონმდებლობაში;

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით მომხდარ, დისკრიმინაციის მაგალითებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე.  

აღნიშნულ თემაზე შეხვედრის ჩატარების იდეა ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, ლიანა გორგაძეს ეკუთვნის და ის ჩვენი კონკურსის გამარჯვებულია.  

შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის - „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (IJH), ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ National Endowment for Democracy მხარდაჭერით.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება