| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

9 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ფონდ NED-ის მხარდაჭერით მე-9 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრა სექსუალური და რეპროდუქციული განათლებისა და უფლებების მიმართულების ტრენერმა, „ახალგაზრდების განვითარების ქსელის“ დამფუძნებელმა მარიკა ფუტკარაძემ წარმართა.
შეხვედრის თემა ნაადრევ ქორწინებას, მის უარყოფით შედეგებს და ამასთან, სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა.
განხილულ საკითხებს შორის იყო: ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული მოსაზრებები, გავრცელებული სტერეოტიპები, გოგონებისა და ბიჭების ქცევის მიმართ საზოგადოებაში არსებული განსხვავებული მოლოდინები, საზოგადოების წნეხის გავლენა ნაადრევი ქორწინების შემთხვევებზე.
შეხვედრა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მოსაზრებები დისკუსიის პროცესში გაცვალეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის - „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლიდან ორი განაცხადი შევიდა, რომელიც ამავე სკოლის პედაგოგების ეთერ კაკალაძისა და ლალი ჯაფარიძის იდეებს აერთიანებდა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას