სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მჯერა, ჩემს გოგო-ბიჭებს არასოდეს დაავიწყდებათ მშობლიური ენის დღე!“ - ქუთაისის N7 სკოლის პირველკლასელებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს
07-06-2021
-
+


ქუთაისის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის პანდემიით გამოწვეული უჩვეულო სასწავლო წელი მიილია. Iა კლასის დამრიგებელმა ქეთო კოსტავა სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებულ მოკრძალებულ ღონისძიებაზე გვიამბობს:

„უჩვეულო პირველკლასელობა ერგოთ ჩემს თვალხატულა გოგო-ბიჭებს. არა ზარ-ზეიმი, არა გაშლილი ხელი და გულში ჩახუტება! მოკრძალებული ღონისძიებები ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილს დაემსგავსა.

უჩვეულო ჩვეულებად ვაქციეთ და 14 აპრილს გავმართეთ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიება „ჩემი ქართული ანბანი, აბჯარია და ნაბადი“.  არაერთი სიტყვა და ლექსი მიუძღვნეს პირველკლასელებმა „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენას“,  ეტყობოდათ,  რომ შეიგრძნეს დედაენის სურნელი და მომხიბვლელობა.

ბავშვებს ფონად თავიანთი ნამუშევრები ედოთ.  ვუყურებდი მათ მიერ მოკირწლულ ასოებს და ვფიქრობდი, რომ მშობლიურ ენაზე საძირკველჩაყრილი ცოდნა უსაზღვროა და უკიდეგანო.

მჯერა, ჩემს გოგო-ბიჭებს არასოდეს დაავიწყდებათ  მშობლიური ენის დღე!  ყოველდღე გაიმდიდრებენ ცოდნას, რომელსაც ხალხის, ქვეყნის, მამულის საკეთილდღეოდ გამოიყენებენ!“- აღნიშნავს Iა  კლასის დამრიგებელი ქეთო კოსტავა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება