სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მომავალ თაობას სჭირდება განათლება, კეთილშობილება და თავისუფლება“ - რუსუდან ქელდიშვილი, თბილისის N217 სკოლის დირექტორი
01-06-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის N217 საჯარო სკოლის დირექტორის, რუსუდან ქელდიშვილის  ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის... 

- სკოლა, ერთის მხრივ, არის ადგილი განათლების მისაღებად,მეორეს მხრივ, საშუალება ურთიერთობების შესასწავლად.

- ცოდნა გვანიჭებს. . .

- ცოდნა გვანიჭებს უამრავ საინტერესო პერსპექტივას და ახალ-ახალ შესაძლებლობებს ცხოვრებაში.

- მომავალ თაობას სჭირდება. . .

- განათლება, კეთილშობილება და თავისუფლება, რომელიც მისცემთ მათ საშუალებას სწორად დაგეგმონ მომავალი და მიაღწიონ წარმატებას, რაც საბოლოოდ წარმატებული ქვეყნის გარანტიაა.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . .

- ვიყავი აქტიური მოსწავლე, ვსწავლობდი და ბევრს ვკითხულობდი,მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი თავის რეალიზებას,ადვილად არაფრისთვის მიმიღწევია,ყველა წარმატებას წინ უძღოდა დაუღალავი შრომა და უძილო ღამეები.

- დირექტორობა მეხმარება. . .

- დირექტორობა მეხმარება ჩემი გამოცდილება და წარმატების ფორმულა სხვებს გავუზიარო,უკეთესობისკენ შევცვალო გარემო სადაც ვმუშაობ,გავხადო უსაფრთხო,სამართლიანი ,ჰუმანური და პოზიტიური, რათა ყველსა უხაროდეს სკოლაში მოსვლა.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . .

- არასოდეს შეწყვიტო სწავლა, მუდმივად იფიქრე საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე,რათა შეძლო გამოწვევებთან გამკლავება და საკუთარი თავის რეალიზება.

- წარმატებისთვის აუცილებელია. . .

- წარმატების ფორმულა არ არსებობს,იგი მიიღწევა დიდი ძალისხმევით და თავდაუზოგავი შრომით,რითაც შეგვიძლია გავაფართოვოთ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი, ასევე ცოდნით, რომ ჩვენი შასაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება