სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

აჟიოტაჟი ახალი ესგ-ს გამო და პედაგოგების არგუმენტები - „დადებითად აფასებენ მხოლოდ ისინი, ვინც ხელფასებით არიან დაკავშირებულნი“
25-05-2021
-
+


ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვამ მასწავლებელთა შორის აჟიოტაჟი გამოიწვია. პედაგოგთა დიდი ნაწილი უკმაყოფილოა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ სიახლე მოსწავლის განვითარებაზეა ორიენტირებული და თანამედროვე მიდგომებით ახალი თაობის აღზრდა კარგ შედეგებს მოგვიტანს.

ვის რატომ მოსწონს ან რატომ არ მოსწონს ახალი სკოლის მოდელი? - გაეცანით  დაპირისპირებული მხარეების არგუმენტებს:

„ყოველ ახალ წელს ახალი ცდები, მეორე წლამდე ათასჯერ შეცვლილი, გაჩერებული და ვითომ მასწავლებლის სითავისუფლის, სიიოლის, ბიუროკრატიზმის, ქაღალდომანიის მოშლის მოჩვენებითმა დანერგვამ ნერვები გაუფუჭა ბევრს. სკოლები ყველა თბილისის და ქუთაისის კი არა მთელი საქართველოს აღჭურვეთ კომპიუტერებით, ინტერნეტით, ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკებით და მერე დაიწყეთ ახლის დანერგვა, თორემ ვერც რამეს დათესავთ და ვერც ვერაფერს მოიმკით“.

„შეფასდეს იმ სკოლების შედეგზე გასვლა, მოსწავლეთა სწავლის დონე, რომლებიც უკვე ჩართულები არიან ახალი სკოლის მოდელში. თუ იქ მოსწავლეების სწავლის ხარისხი აიწია, მაშინ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნები. თუ არაფერი შეცვლილა, იქნებ დაფიქრება გვმართებს?!“

„ერთადერთი უმთავრესი მიზეზი ამ პროექტის არ გამართლებისა ისევ ჩვენ, პედაგოგები ვიქნებით, რადგან ე.წ „ზეწოლა“ არავისგან გვაქვს და ჩვენც კიდევ ვითომდა ვესწრებით გათიშული კამერებით და მიკროფონებით, ისე რომ, დასრულების მერე ჩვენ მაინც ჩართულნი ვართ. მაპატიეთ თუ ზედმეტად კრიტიკულად ჟღერს ჩემი სიტყვები.“

„ახალი სკოლის მოდელს დადებითად აფასებენ მხოლოდ ამ პროექტის უშუალო წარმომადგენლები, ანუ ისინი ვინც ხელფასებით არიან დაკავშირებული პროექტთან (საგნის ექპერტები, მათი თანაშემწეები და ტექნო ექსპერტები, ლიდერებიც. გამოჩნდით ჩვეულებრივი მასწავლებლები, რომლებიც დადებითად აფასებთ ამ მოდელს (მოსწავლეზე მორგებულიო არ დაიწყოთ, ყველა მოდელში მაგას გაიძახიან, რატომ არ მოსწონთ მასწავლებლებს და რა ხარვეზებია, ვფიქრობ, ეს განსახილველია)“.

„მე პირადად რომ მოსწონდეს, ასეთი კოლეგას არ ვიცნობ“.

„თავიდანვე არარეალურად აღვიქვი „ახალი სკოლის მოდელი“ და ვიმედოვნებდი, რომ არიან საქართველოში ღირსეული განათლების გულშემატკივრები და ხმას ამოიღებდნენ“.

„არც მოსწავლეზეა მორგებული ეგ მოდელი და არც მასწავლებელზე. ზოგიერთი ისეთი მუშაობს მაგ მოდელზე, საერთოდ რა უნდა მათ სკოლასთან ახლოს. ძირითადად, ჩემი აზრით ხელფასებზე ორიენტირებულია და მეტი არაფერი“.

„ვფიქრობ, არ გაამართლებს ჩვენს რეალობაში და შედეგი არ დაიდება! უამრავი ნიუანსია გაუთვალისწინებელი იმათგან, ვინც ეს მოდელი შემოგვთავაზა!“

„რა არის მოუწონარი კომპლექსურ დავალებაში? ის რომ მოსწავლეებს სწავლის სურვილს უღვივებ?! და რომ სწავლის სურვილი ღვივდება, როდესაც მოსწავლე სრულად გრძნობს, რომ მისი ინტერესთა სფეროა სრულად გათვალისწინებული? თუ ის არის ცუდი, რომ მოსწავლეებს ვასწავლით და ვუმუშავებთ თვით სწავლის უნარს?“

„ეს პროექტიც განწირულია ბევრი სხვა პროექტივით“.

„არ ივარგა არ გაამართლა - ამის აღიარება ასე ძნელია? აგორებული ზვავივითაა. ეს სიახლეების დანერგვის მცდელობა. სიახლეებს არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ მაქვს მყარი მოსაზრება, რა არის უპირველესად შესაცვლელი მაგრამ...“

„ეს პროექტი ვერ განხორციელდება! ასე 60000 მასწავლებელს ზემოდან თავს მოახვიო ახალი მოდელი, არ გაითვალისწინო არაფერი ინფრასტრუქტურიდან-ინტერნეტით დამთავრებული. არ გაითვალისწინო პანდემია, შემცირებული გაკვეთილების რაოდენობა და დრო, ატარო დისტანციური ტრენინგები, როდესაც პირდაპირი ტრენინგების დროსაც ვერ აწვდიან ნორმალურად მასალას ტრენერები. ცალკე საკითხია- ვინ არიან ახალი სკოლის მოდელის ტრენერები? თავად მათ რა ცოდნა-გამოცდილება აქვთ და თავად თუ ახორციელებენ ანალოგიურ სამუშაოს სკოლაში? დიახ ვინც აქებს - ყველა ამ მოდელში დასაქმებული პირია!“

„ამ ეტაპზე მომწონს მაგრამ ცოტა ბევრი გამოდის ჯამში ყველა საგნისას ერთად თუ ავიღებთ, ალბათ მოსწავლეებსაც მობეზრდებათ ბოლოს. ეს ჩემი აზრია, არც ხელფასს ვიღებ ამის დაწერაში და არაფერს“.

„8-10 ბავშვიან კლასებისთვის შესანიშნავია, 32 ბავშვს ამ სქემით ვერ შეაფასებ და არცაა საჭირო! თავად კომპლექსური, მშვენიერი ფორმატია შემაჯამებლად“.

„მართლაც მოსწავლეზეა ორიენტირებული! კი ბატონო ლიდერი მასწავლებელი ვარ, თუმცა არანაირი ფინანსური სარგებელი ამისთვის არ მაქვს!!! გავეცანი ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ყველანაირ სიახლეს და მიხარია, როგორც მშობელს, რომ ჩემი შვილები ასეთი ფორმით ისწავლიან (თუ, რა თქმა უნდა, საბოლოოდ მივა ბოლომდე ეს საქმე). კომპლექსურ დავალებას კიდევ რას უწუნებთ, მიკვირს. ორი მხარე ყველაფერს აქვს, მით უმეტეს ასეთ დიდ პროექტებს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა მაქსიმალური სარგებლის მომტანია მინიმალური უარყოფითი შედეგით! თითოეული გაკვეთილი უნდა დასრულდეს მკაფიო შედეგით, მზა პროდუქტით, რომელსაც ქმნის მოსწავლე ანუ სწავლობს კეთებით! კიდევ უამრავი არგუმენტის მოყვანა შემიძლია არ არის პრობლემა, მაგრამ იმედი მაქვს ცოტათი მაინც შევარბილე სკეპტიციზმი!“

„რომელი ახალი მოდელი?? დასაწყისში მართლა მეგონა რაღაც ახალს ვისწავლიდი. ზედა კლასებს არ შევეხები, დაწყებით კლასებში რას არ აკეთებდნენ, ასწავლიდნენ მასწავლებლები? როგორ შეიძლება დაწყებით საფეხურზე შედეგზე გახვიდე საინტერესო და სახალისო აქტივობებისა და დავალებების გარეშე? მოსწავლე აქამდეც ქმნიდა იმ შემოქმედებით პროდუქტს, რაზეც ახლა ასე დაჟინებით ვითომც გვასწავლის ახალი სკოლის მოდელი თავისი კომპლექსური დავალებებით. ცნება და ტერმინია ახალი, თორემ ეს ყველაფერი ახლად შეფუთული საკმაოდ ძველი და კარგად გამოცდილი მეთოდია...... ასე რომ დრო, პრაქტიკა, გამოცდილება, ურთუერთობა საუკეთესო მასწავლებელია მათთვის, ვისაც ბავშვებთან მუშაობა უყვარს და ორიენტირებულნი არიან შედეგზე გასასვლელად..მოგვეცით თავისუფლება და მოითხოვეთ შედეგი.“

„ეს ის პროექტია, რომელმაც ბავშვი სკოლას დაუბრუნა. ბავშვი რომ გეტყვის, მასწაბლებელო, დღეში სამი ქართულის გაკვეთილი მინდაო. თქვენ განსაჯეთ, რა მოიტანა ამ პროექტმა მოსწავლისთვის!“

„სწორედ ეს მომწონს, რომ მოსწავლეზეა მორგებული“, 

„წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ პროექტმა გაამართლოს, ეს ალბათ უფრო ისეთ ქვეყნებზეა გათვლილი, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 10-12 ბავშვია. ძნელია და შრომატევადი წელიწადში რამდენიმე კომპლექსურის განხორციელება, მერე მოსწავლეთა შეფასება სოლო ტაქსონომიით, იმ სიტუაციაში როცა 7-8 კლასს ასწავლი და კლასში 30 მოსწავლე გესწრება. (აღარაფერს არ ვამბობ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე)“.

„დიახ, მართალია მასწავლებლებს უფრო მეტი გარჯა გვიწევს, თუმცა ნამდვილად მოსწავლის განვითარებაზეა მორგებული და ორიენტირებული. უფრო მეტად ხდება მაღალსააზროვნო უნარების დამუშავება და არა ზედაპირულად“.

„ჩემი აზრით, ამ ახალი სკოლის მოდელის ექსპერტებმა უნდა შექმნან თითოეული კლასისა და საგნის მიხედვით მეთოდური სახელმძღვანელოები თავისი კომპლექსურებით და კომპლექსურებამდე მისასვლელი სავარაუდო აქტივობებით. შემდეგ თითოეული მასწავლებელი თვითონ გადაწყვეტს რომელი აქტივობა და რომელი კომპლექსური როგორ მოარგოს თავის კლასს. ასე არაფერი გამოვა, ტყუილად იხარჯება დრო... უკვე დაგვღალა ამ კომპლექსურების თემამ...“

„ახალი ტერმინებია, თორე ყველაფერი ძველია, რომელსაც აქამდეც აკეთებდა ყველა მასწავლებელი. კომპლექსური იგივე თემის ბოლოს მოცემული ჯგუფური სამუშაო არაა??? ახალი სკოლის მოდელამდე ვერ ვასწავლიდით ბავშვებს? ყველაზე ნაყოფიერი ჯიპრაიდი იყო. იმათაც სახელი შეიცვალეს, ახლა ტრენინგებს ატარებენ და 2016 წელს რასაც გვასწავლიდნენ იგივეა ახლაც. ესაა ჩვენი განათლების სისტემა“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება