სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლამ ყველაზე კარგად იცის, რა განათლებით უშვებს მოსწავლეს უმაღლეს სასწავლებელში“ - ლამზირა ჩხაიძე, ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი
06-05-2021
-
+


რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, მისი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რას ეტყოდა კოლეგებს - ამ საკითხებზე etaloni.ge ახალციხის მუნიციპალიტეტის, ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექტორის, ლამზირა ჩხაიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ჩემი აზრით, მისაღები იქნება, თუ მიექცევა სკოლის შეფასებასაც ყურადღება, რადგან სკოლამ ყველაზე კარგად იცის, როგორ შეაფასოს მოსწავლე და რა განათლებით უშვებს უმაღლეს სასწავლებელში, რაც გამოიხატება მისი უმაღლესი შეფასებით.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- ვურჩევდი, გადაწყვეტილება სწავლასთან დაკავშირებით, თავად მიიღონ, აირჩიონ და დაეუფლონ იმ პროფესიას, რაც სიამოვნებას ანიჭებს, რათა უყვარდეთ მათი შემდგომი საქმიანობა.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად უნდა გაითვალისწინონ აზრი, რადგან საზოგადოების ყველა წევრს არ აქვს იმ დონის განათლება, სასკოლო სახელმძღვანელოს შესახებ მიიღოს დასკვნა, ამიტომ გასათვალისწინებელია მხოლოდ ისეთი აზრი, რომელიც ახლოს დგას ექსპერტთა ნააზრევთან -  მათ ყველაზე კარგად იციან მოსწავლეთა საჭიროებები სწავლის პროცესთან დაკავშირებით.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- კარგი მიდგომაა, რადგან მასწავლებლების აქტიურობა ასე ნათლად ჩანს და კარგია მათთვისაც, რომ აქტიურობას გადაამოწმებს ყველა, თუ სურვილი ექნება. ჩემი სკოლის პედაგოგები კარგად გაერკვნენ ელექტრონულ ჟურნალში და ძალიან იშვიათად სჭირდებათ რჩევა.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- აუცილებლად ჰქონდეთ მეტი კონტაქტი და ურთიერთობა კოლეგებთან, რადგან ონლაინ ჩართვის დროსაც იქნება განხილული და გადაწყვეტილი ყველა საკითხი, რაც წყდება სკოლაში. ვურჩევ, პედაგოგებს მოსთხოვონ მშობლებთან ურთიერთობა, რათა არ გამოეპაროთ პრობლემა, რაიმე ნიუანსი და აუცილებლად ჰქონდეთ საუბარი მოსწავლის განათლების საკითხზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება