სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის წარმატება ახალგაზრდულ-შემოქმედებით კონკურსში
20-04-2021
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის, ბარდნალის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობას დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ინიციატივით, ახალგაზრდული შემოქმედებითი კონკურსი - „მე მიყვარს ლეჩხუმი“ ჩატარდა, რომელიც არსებული რეგულაციების სრული დაცვით წარიმართა.

„სასიხარულოა, რომ, მიუხედავად პანდემიისა, ვრცელმა მასალამ მოიყარა თავი, რომელიც ავტორებმა ელექტრონულად მოგვაწოდეს. სასიამოვნო იყო ჩვენთვის პროექტში სახელოვანი ლეჩხუმელის, ცაგერის ისტორიული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, დავით კოპალიანის მონაწილეობა ნარკვევით: „რატომ მიყვარს ლეჩხუმი“, ჩანახატი ლეჩხუმზე წარმოადგინეს: ლუკა ფოჩხიძემ - ცაგერის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ, შოთა ჩაქსელიანმა - ქვედა ცაგერიდან, ლანა კოპალიანმა - ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლემ, სალომე ომანაძემ - ლადო ასათიანის სახელობის, ბარდნალის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ...

ძვირფასო მონაწილეებო, დიდი მადლობა კონკურსში ჩართვისთვის! მინდა, გახაროთ, რომ ჟიურის გადაწყვეტილებით, თქვენ ყველა გამარჯვებული ხართ და უახლოეს მომავალში მერიის მიერ საზეიმო ვითარებაში გადმოგეცემათ სამახსოვრო სუვენირები დიპლომებთან ერთად. ამასთან, თქვენი ნამუშევრები პერიოდულად გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდზე და ადგილობრივი გაზეთის ფურცლებზე. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მომავალ წარმატებებს, გფარავდეთ უფალი!

სალომე, ჩვენო ჭკვიანო და ბეჯითო გოგო, მშობლიური სკოლა გილოცავს ამ წარმატებას და შემდგომ წინსვლა-წარმატებებს გისურვებთ! გვჯერა, კვლავაც ბევრჯერ გაგვახარებ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება