სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღეს ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ემოციური პრეზენტაცია მიუძღვნეს
18-04-2021
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ზემოსურების საჯარო სკოლის კედლებში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირები სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ზემოსურების საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიაში.

ზემოსურების საჯარო სკოლელებმა დედაენის დღეს პრეზენტაცია მიუძღვნეს; ამით კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა ამ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების მიმართ და სრულიად საქართველოს მიულოცეს დედაენის დღე.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

პრეზენტაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

ეროვნულებზე არჩევით საგნებს შესაძლოა კიდევ ერთი გამოცდა დაემატოს

რესურსცენტრების ხელმძღვანელები მასწავლებლებად ისევ დასაქმდებიან (?) - გამონაკლისზე სამინისტრო მუშაობს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

საჯარო და სკერძო სკოლების სია, რომლებშიც მოსწავლეებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლა შეუძლიათ

განათლების სამინისტროს დაევალა - 100 ათას ლარიან დახმარებას სასულიერო აკადემია მიიღებს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებსა და გამარჯვებულ გუნდს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ

პატარებმა არა მხოლოდ გაიაზრეს „დედაენის“ მოთხრობები, არამედ თავადვე გარდაისახნენ საყვარელი გმირების პროტოტიპებად

მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ცოდნა გაიმდიდრეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება