სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ წელსაც N1 საჯარო სკოლიდანაა
01-12-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. 

ამჯერად, „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ჩოხატაურის მერის მოადგილე მინდია ჟღერია, მერის თანაშემწე იამზე ვაჩეიშვილი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე, კულტურის ცენტრის დირექტორი თამარ კეკელიძე, ჩოხატაურის თეატრის დირექტორი თემურ კოროშინაძე, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თამარ სიხარულიძე დაეუფლა.  

თამარმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამარჯვება მისთვის მოულოდნელი იყო:

„ათეულში გასვლას ველოდი. თუმცა პირველ ადგილზე თუ გავიდოდი, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ძალიან აღელვებული და გახარებული ვარ. ყველა მოსწავლეს ვურჩევ ამ პროექტში მონაწილეობას, დიდ გამოცდილებას და ცოდნას შეიძენენ.“

ჩოხატაურის მერის მოადგილე მინდია ჟღერიამ მადლობა გადაუხადა „ეტალონის“ ავტორსა და წამყვანს:

„ეტალონის“ ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა ჩოხატაურში, ყოველწლიურად მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად ვზეიმობთ. გამარჯვებულს ვულოცავ და ფინალში წარმატებებს ვუსურვებ. დიდი მადლობა პროექტის ავტორს, ბატონ გოჩასა და მთელ კოლექტივს.“

ჩოხატაურის მერის თანაშემწე იამზე ვაჩეიშვილმა ღონისძიების შთაბეჭდილებები გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა ყველა მოსწავლისთვის დიდი გამოცდილებაა:

„პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო „ეტალონის“ გუნდს, ბატონ გოჩას ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის და ასევე ახალი საინტერესო პროექტისთვის, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. იმედი მაქვს, Izrune.ge კიდევ უფრო დაეხარება ჩვენს მოსწავლეებს. ძალიან კარგად ჩაიარა დღევანდელმა ღონისძიებამ. ყველა მონაწილისთვის დიდი გამოცდილებაა „ეტალონში“ მონაწილეობა. ინტელქტ-ჩემპიონატის გამარჯვებულს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას.“

რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე აღნიშნავს, რომ „ეტალონით“ დაინტერესება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძალიან დიდია:

„ეტალონით“ დაინტერესება ძალიან დიდია ჩვენს მუნიციპალიტეტში. ძალიან იაქტიურეს მოსწავლეებმა. კარგი და საინტერესო შეჯიბრი ჩატარდა, მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა. „ჩოხატაურის ეტალონის“ ტიტულის მფლობელი ძალიან აქტიური და კარგი მოსწავლეა. ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვართ ამ პროექტში ჩართულები, ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან მოგვწონს ეს პროექტი. „ეტალონი“ არის ეროვნული პროექტი და ჩვენთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.“

2016-2017 სასწავლო წლის „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლიდანაა. სკოლის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყო აღმოჩნდა, რომ „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ წელსაც მათი სკოლიდანაა. 

ჩოხატაურის N1 სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი გამარჯვებულ მოსწავლეს ახასიათებს: 


„ოქროს მედლის კანდიდატია თამარ სიხარულიძე. ყველა საგანს ერთნაირად სწავლობს, სასკოლო და ეროვნულ ოლიმპიადებში მონაწილეობს, ნამდვილად წარმატებული მოსწავლეა. თამარი მერვე კლასელია და მისი გამარჯვება კიდევ უფრო სასიხარულოა. იგი განათლებული, ერუდირებული, მოწესრიგებული, მიზანდასახული, მიზანსწრაფული გოგოა. ყველაფერთან ერთად, არაჩვეულებრივად მღერის.“

ჩოხატაურის N1 სკოლის დირექტორის მოადგილე ქეთევან კუბლაშვილი:

„ეტალონი“ საქართველოს ისტორიაში განხორციელებულ პროექტებს შორის უმნიშვნელოვანესია. ინტელექტ-შეჯიბრში ჩვენს სკოლას პირველად არ გაუმარჯვია, შარშანდელი „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლეც“ ჩვენი სკოლიდან იყო, წლების წინ, როდესაც „ეტალონი“ ტელევიზიით გადაიცემოდა, მაშინ სამი გამარჯვებული გვყავდა. მომავალშიც წარმატებებს ველოდებით. ძალიან ბევრი კარგი მოსწავლე გვყავს. რაც შეეხება თამარს, ძალიან ნიჭიერი გოგოა. დღევანდელ შეჯიბრში ჩვენი სკოლიდან მე-8-მე-9 კლასელები მონაწილეობდნენ, ამიტომ ცოტა გვეშინოდა, თუმცა გამარჯვების იმედს არ ვკარგავდით, გვჯეროდა ჩვენი მოსწავლეების. მჯერა, რომ თამარი ფინალშიც დიდ წარმატებებს მიაღწევს.“

„ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი თამარ სიხარულიძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება