სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N144 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიუძღვნეს
15-04-2021
-
+


თბილისის N144 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. 

სკოლაში ამ მნიშვნელოვან დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიუძღვნეს. 

„თბილისის N144 საჯარო სკოლა ჩვეული გულისხმიერებით შეხვდა დედაენის დღეს. 14 აპრილის მნიშვნელობა ყველამ კლასში აღნიშნა. დაწყებითებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა თავიანთ კლასებში უხელმძღვანელეს პროექტს - „ქართული ენის ღირსება და სიდიადე“. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გაიხსენეს დედაენის ძეგლთან სტუმრობის დღე და წარმოადგინეს საკუთარი წიგნები, რომელიც შექმნეს ანბანის თემაზე. ასევე გააფორმეს მათ მიერ შერჩეული წიგნები და ლექსები. მოეწყო გამოფენა. ხოლო საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კედლის გაზეთები და  პრეზენტაციები. ისაუბრეს ქართული ენის წარმოშობაზე, ისტორიულ ძეგლებზე. კულტურულ ძეგლთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მის აღიარებაზე. სკოლაში ჟღერდა ირმა სოხაძის შესრულებით დედაენის საგალობელი. თითოეული მოსწავლე გრძნობს მაღალ პასუხისმგებლობას ქართული სახელმწიფო ენის, როგორც ფასდაუდებელი საუნჯის წინაშე“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება