სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ქუთაისის მერიამ „ეტალონის“ ყველაზე მაღალქულიან მონაწილეებს წიგნები და ფასიანი საჩუქრები გადასცა
30-11-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. 

ამჯერად, „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. 

ღონისძიებას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი, ამავე სამსახურის განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი მაყვალა ქობულაძე, კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპორტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნინო ჭრელაშვილი, კადეტები, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 
 
ქუთაისის მერიამ ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეებს წიგნები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. 

„ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დემეტრე ჯავახაძე დაეუფლა.  

დემეტრე ჯავახაძე Etaloni.ge - ს თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს:

„არ ველოდი გამარჯვებას ნამდვილად, მანამდე დავთვალე ქულები და მე ვიფიქრე მეორე ადგილზე ვარ-მეთქი, მაგრამ რომ გამომაცხადეს უკვე აღარ ვიცოდი რა მექნა. სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა. მომავალ „ეტალონელებს“ ვურჩევ იყვნენ თამამები და არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს. მეც არ ველოდი ამდენს თუ მივაღწევდი.“ 

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი:

„მე ვფიქრობ, ამ პროექტში რაც უფრო მეტი ჩართულობა იქნება და რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება ყველა სკოლისთვის ქვეყნის მომავალ თაობაში უფრო მეტი განათლება და ცოდნა იქნება. ამიტომ ყველა ოჯახში უნდა მივაკაკუნოთ და ყველას უნდა მოვუწოდოთ რომ მიიღონ მონაწილეობა.“ 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი მაყვალა ქობულაძე:

„ეტალონი“ ძალიან წარამტებული პროექტია. ქუთაისი ამაყობს დღევანდელი დღით. ეს პროექტი სტიმულს აძლევს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და  დირექტორს, რომ უფრო წარმატებულად იმუშაონ. ჩემი აზრით, ძალიან სწორი გათვლაა, რომ პირველ ეტაპზე ჯერ ტესტირება ჩატარდა და ამის შემდეგ მოხდა  იმ წარმატებული ბავშვებიდან კიდევ უფრო წარმატებულის მონაწილეობა. მადლობა „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს.“  

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი:

„მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ პროექტით. რამდენიმე წელია ჩართული ვარ „ეტალონში“. ჯერ კიდევ იმ დროიდან როდესაც მედიასივრცეში იყო და ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც ეროვნული პროექტი, რომელსაც შესანიშნავი ჯგუფი ხელმძღვანელობს ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის მეთაურობით. თითოეული მონაწილესთვის ეს პროექტი არის არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ  ქართული სულის გამაღვივებელი პროექტი, რაც ასე ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის სწორად განვითარებისათვის.“

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპორტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნინო ჭრელაშვილი:

„ეტალონი“ ქვეყნის მასშტაბით, უდაოდ წარმატებული პროექტია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოსწავლეების, ახალგაზრდების ინტელექტუალური დონის ჩამოყალიბებას. მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას და შემდგომ ნიჭის გამოვლენასა და წარმატებული ნაბიჯებისკენ სვლას.“

ქალაქ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა შველიძე:

„დემეტრე ძალიან ზრდილობიანი, თავმდაბალი, განათლებული მოსწავლეა. ჰუმანიტარულ საგნებში არის საკმაოდ ძლიერი, დაკავებულია ბალახის ჰოკეით. ძალიან უყვართ მეგობრებს და სკოლაში თვითმმართველობის თავმჯდომარედაც აირჩიეს. სკოლაში ინტელექტ-კლუბი გვაქვს და კითხვებსაც ადგენს და ორგანიზებასაც დემეტრე ხელმძღვანელობს. ჩვენი სკოლა მუდმივად არის ჩართული „ეტალონში“. მოსწავლეები ყოველ წელს აქტიურობენ. ინტელექტ-შეჯიბრი ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას. არაჩვეულებრივი პროექტია „ეტალონი“ და მომავალშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

„ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ დამრიგებელი,  ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანული რიჟამაძე:

„არაჩვეულებრივი პროექტია, დაარსების დღიდან „ეტალონის“ გულშემატკივარი ვარ. რაც შეეხება, დემეტრე ჯავახაძეს, ის მართლა საოცარი ბავშვია. მტკიცე ნებისყოფის, ზრდილობიანი და განათლებული ახალგაზრდა იზრდება. მინდა მას ბედნიერი და წარმატებული მომავალი ვუსურვო და გამარჯვება მივულოცო.“

„ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი დემეტრე ჯავახაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ბავშვებს გარემოსო დაცვასა და ბუნების მოფრთხლებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან,

მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება