სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ქუთაისის N28 საჯარო სკოლაში „ეტალონის“ დღეა
29-11-2017
-
+


„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ქუთაისის 28-ე საჯარო სკოლას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ქუთაისის ეტალონ მოსწავლეს“, ნინო სინატაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა. სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ნინოს ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი კი ქუთაისის რესურსცენტრის უფროსმა ბადრი ვაშაკიძემ პირადად გადასცა. 

ამასთან, ქუთაისის N28 საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

სპეციალურ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი მაყვალა ქობულაძე, მერიის განათლების განყოფილების უფროსი მერაბ დანელია, კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი, ამავე სამსახურის სპორტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნინო ჭრელაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ბადრი ვაშაკიძე, სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს სიმღერებითა და ცეკვებით დახვდნენ.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა „დაისი“, ხოლო უფროსკლასელებმა სამეჯლისო ცეკვები შეასრულეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები როგორც ქართულად, ასევე გერმანულად.  

მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრების შემდეგ, 2016-2017 სასწავლო წლის „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ ნინო სინატაშვილი სიტყვით გამოვიდა. მან „ეტალონს“, სკოლასა და ოჯახს მადლობა გადაუხადა. აღელვებულმა ნინომ ცრემლები ვერ შეიკავა. მისი თქმით, „ეტალონმა“ მისი ცხოვრება ძირეულად გარდაქმნა.

ნინოს დედამ გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონს“ დიდი მადლობა გადაუხადა:

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გოჩას და მთლიანად ინტელექტ-შეჯიბრის შემოქმედებით ჯგუფს. „ეტალონმა“ ჩემს შვილს დიდი სტიმული და მოტივაცია მისცა.“

„ისეთი გულთბილი დახვედრა მოგვიწყვეს, მეგონა საკუთარ ოჯახში ვიყავი“, - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა. 

ღონისძიებაზე ქუთაისის N28 საჯარო სკოლაში ახალი ინოვაციური პროექტის Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. 

ღონისძიების დასასრულს, გოჩა ტყეშელაშვილსა და ინტელექტ-შეჯიბრის შემოქმედებით ჯგუფს სკოლა ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდა. შეხვედრის ბოლოს, „ეტალონის“ ტორტიც დაიჭრა. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

მაისში სკოლებისა და ბაღების დასვენების დღეები ცნობილია

პედაგოგების სახელფასო დანამატი მოსწავლის ნიშნებზე იქნება დამოკიდებული - „შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების“ გეგმა ჰიუსტონის სკოლებში

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

მასწავლებლის  გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და მართვისთვის - რა მონაცემები უნდა შევამოწმოთ ელექტრონულ ჟურნალში 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება