სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„9 აპრილის ტრაგედია, როგორც ერის ცოცხალი მეხსიერების ნაწილი“-თბილისის N144 საჯარო სკოლაში კვირეული ჩატარდა
14-04-2021
-
+


„9 აპრილის ტრაგედია, როგორც ერის ცოცხალი მეხსიერების ნაწილი“ - ამ სახელწოდებით თბილისის N144 საჯარო სკოლაში ჩატარდა კვირეული, თემატური გაკვეთილები ისტორიაში, მშობლიურ ენასა და სამოქალაქო განათლებაში.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს გამოფენა და პრეზენტაციები. 

„საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე". (1989 წელი.9 აპრილი.თბილისი.მერაბ კოსტავა.)  

სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი" (1991 წელი. 9 აპრილი. თბილისი. ზვიად გამსახურდია.) 

ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერების ეს სიტყვები განუმეორებელი სიზუსტით აღწერს ამ თარიღის უდიდეს მნიშვნელობას საქართველოს ისტორიისთვის. 

სიმბოლურია, რომ 9 აპრილს თავისუფლებისთვის შეწირულ გმირთა შორის არის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მანანა მელქაძე. 

თავად ფაქტები კი ასეთია:მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიისთვის 1989 წლის 9 აპრილი და 1991 წლის 9 აპრილი,არის ორი მოვლენის,ერის ტრაგედიის და ხალხის გამარჯვების სიმბოლო. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ დარბეულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია, სადაც დაიღუპა 21 ადამიანი და დაშავდა 400-ზე მეტი. ამ დღემ წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, შეირყა საბჭოთა კავშირი ძლიერება და ეროვნული მოძრაობა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.

1991 წელს კი საქართველოში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, რომელშიც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, მონაწილეთა 98 %-მა დადებითი პასუხი გასცა. ამის საფუძველზე 9 აპრილს მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 

ამრიგად 9 აპრილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნა უკვდავყოფილია, ხოლო მათი თავგანწირვის შედეგი არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება