სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა თავისუფლებისთვის!“ - საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
12-04-2021
-
+


„მადლობა თავისუფლებისთვის!“ - ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები 9 აპრილის ღონისძიებაში ჩაერთვნენ. მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს დაღუპული გმირების ფოტოები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ.

„სტკიოდათ, თუმცა ჯერ არ იცოდნენ რომ თავისუფლება გვაჩუქეს, ტკივილი არასდროს განელდება, მაგრამ დროა მადლიერების! 1989 წლის 9 აპრილი გაბედული ადამიანების დღეა, არც ისე დიდი დროა გასული იმ საშინელი ტრაგედიიდან, როცა რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს, სულ 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, ათასობით კი მოიწამლა“ - ითქვა აღნიშნული ღონისძიებაზე. კიდევ უფრო ამაღელვებელი იყო მოსწავლეებისთვის ამ თემაზე საუბარი იმ მასწავლებლებთან, რომლებიც თავად იყვნენ ამ აქციის მონაწილეები. ყვავილებით შეამკეს გმირების ფოტოები, წაიკითხეს „ხეებზე გაკრული პოეზიის“ ნაწყვეტები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება