სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ინტელექტუალურ თამაშში ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებლებს შეეჯიბრნენ
09-04-2021
-
+


ლადო ასათიანის სახელობის, ცაგერის მუნიციპალიტეტის ბარდნალის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი საკლასო ოთახებში, რა თქმა უნდა, არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს და მოსწავლეები არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ სხვადასხვა აქტივობაში არიან ჩართულები. ამის დასტურია ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ - რომლის საგაზაფხულო სეზონიც, ბარდნალის საჯარო სკოლაში უკვე გახსნილად გამოაცხადეს.

„სკოლის სააქტო დარბაზში მეტად საინტერესო აქტივობა განხორციელდა. ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენის, ისტორიისა და ქიმიის მასწავლებელთა წინააღმდეგ მერვე-მეთორმეტე კლასების ორი გუნდი თამაშობდა.

მათ მაყურებელს ძალზე საინტერესო თამაში აჩვენეს და ანგარიშიც თითქმის თანაბარი მივიღეთ: პირველი გუნდი 6.5, მეორე გუნდი - 7 ქულა.

მადლობა ჩვენს გამრჯე, მონდომებულ და მოტივირებულ პედაგოგებს, უპირველესად, ღონისძიების იდეის ავტორს, ისტორიის წამყვან მასწავლებელს, ირმა ლიპარტელიანს, იდეის ხორცშემსხმელსა და ასე ლამაზად წარმომჩენს, ქიმიის წამყვან მასწავლებელს, ქალბატონ ლამზირა ონიანს, ასევე ქართული ენა-ლიტერატურისა და ინგლისური ენის პედაგოგებს, ქალბატონ ნათია ხაბულიანსა და ქალბატონ თეონა ფრუიძეს!

თქვენ დასამახსოვრებელი დღე აჩუქეთ როგორც მონაწილეებს, ისე - მაყურებელს! მადლობა ჩვენს ნიჭიერ და გონიერ მოსწავლეებს საინტერესო და სხარტი თამაშისთვის! წარმატებებს გისურვებთ შემდეგ სეზონში!“ - აღნიშნულია ბარდნალის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება