სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N64 სკოლის მოსწავლე ნინი ნოზაძემ ანა კალანდაძის ლექსი - „მოდიოდა ნინო მთებით“ მხატვრულ ტექსტად აქცია
09-04-2021
-
+


თბილისის N64 საჯარო სკოლის IXა კლასის მოსწავლე ნინი ნოზაძემ ანა კალანდაძის ლექსი „მოდიოდა ნინო მთებით“ მხატვრულ ტექსტად აქცია. მასწავლებლების შეფასებით, ნინი საოცარი გოგოა, მისი ნამუშევარი კი ნამდვილად საინტერესოა.

„ფეხნატკენი, დაღლილი, ცოტათი შეშინებული 12 წლის გოგონა ჯავახეთის გზაზე მოდის. ნინო ჰქვია, მისი ამ ადგილზე მოხვედრის ისტორია კი გზაზე გრძელია. მოდის და თან ხელში უჭირავს ვაზის ჯვარი, თითქოსდა რაღაცას დაეძებს, თითქოსდა რაღაცის პოვნა სურს, სიარულს კი არ წყვეტს. გარშემო ლურჯი მწვერვალები დაჰყურებენ, რომლებიც რძისფერ ნისლში გახვეულან, ყვავილები ნინოს მსგავს ფერად განწყობას ასხივებენ, მთებზე თბილი თოვლი დევს, პატარა გოგონა, ნინო, სადაც დააბიჯებდა ყველგან ვარდი ამოდიოდა, მაგრამ მკაცრი, დაუნდობელი ქარი ამ ფერად ვარდებს ფოთლებს მოჰპარავდა ხოლმე. მისი მრავალი ემოცია ერთმანეთში ირეოდა, ბუნება ახლდებოდა, ზაფხულის მიწურულია და შემოდგომის დასაწყისი, შემოდგომისას კი ხეები თავისუფლდებიან გამოუსედაგარი ფოთლებისგან. ალბათ, სწორედ ამიტომ მოდიოდა ნინო ჩვენკენ, ჩვენი განწმენდა სურდა, ის თვით შემოდგომა იყო. პატარა გოგონა, რომელიც სრულიად მარტო მოაბიჯებდა, მწყემსი დაინახა, შინაგანად ძალიან გაუხარდა, მაგრამ დაღლილობის გამო ემოციებს ვერც კი ამჟღავნებდა, მწყემსი აქეთ-იქით იყურებოდა, ნინო შენიშნა. 
რომელია ქართლის გზაი? -ჰკითხა ნინომ. 

მწყემსმა მარჯვნივ მიიხედა, ხელი ასწია და სიამაყით თქვა: „საქართველო არი ესე...“ 

ვინ იცის, რა არ გაიფიქრა მწყემსმა? შეიძლება ეს ყველაფერი უცნაურადაც კი მოეჩვენა. 

ნინომ სიარული განაგრძნო, უფრო მეტი თავდაჯერებით, მეტი სიფრთხილით. თავში რა არ უტრიალებდა, ბევრს ფიქრობდა, მაგრამ იცოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო, მას ქართლში უნდა შეებიჯებინა. ვაზის ჯვარს დრო და დრო უფრო და უფრო ხელს უჭერდა, მთელს ძალას ამ ჯვარში დებდა, რომელიც ჩვენთან უნდა შემოეტანა. ქარი კი არ ჩერდებოდა, მთებზე არც თბილი თოვლი დნებოდა, ყვავილები კი არ ჭკნებოდა. არავინ იცოდა რას გააკეთებდა ასეთი პატარა გოგონა, რას შეცვლიდა, რას ჩაიდენდა, რას მოიმოქმედებდა, ის თავისთვის, ნელა მიაბიჯებდა, ხან თავს გაიმხნევდა ხოლმე „აი, ცოტაც დამრჩა“ - ამოიბუტბუტებდა.
326 წელს მან ქართლში შეაბიჯა და იმ დროს გახარებული ვარდები დღემდე ყვავიან“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება