სიახლეები
პიროვნება

„დროა, ფეხი ავუწყოთ მსოფლიოს განათლების სტანდარტებს“ - თბილისის N136 საჯარო სკოლის პედაგოგი მიმოზა მაისურაძე
19-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge -ს თბილისის N136 საჯარო სკოლის პედაგოგი მიმოზა მაისურაძე ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?

- ეროვნულმა გამოცდებმა იმ ფორმით, როგორც ახლა ვატარებთ, ვფიქრობ, ამოწურა თავისი შესაძლებლობები. დროა, ფეხი ავუწყოთ მსოფლიოს განათლების სტანდარტებს და ნელ-ნელა გავთავისუფლდეთ ძველი, ერთ დროს მართლაც საჭირო და რევოლუციური მიდგომებისგან. ყველა, ვინც განათლების სისტემაში ვმოღვაწეობთ, ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეფორმა, რომელიც შინაარსობრივად დახვეწს და სტრუქტურულად სრულყოფს 21-ე საუკუნის აბიტურიენტთა, პედაგოგთა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებელთა მოთხოვნებს. ყველას ხომ თავისი სატკივარი აქვს. სწავლით დაინტერესებულ მოსწავლეს მარტივი და მოქნილი სისტემა სჭირდება უნივერსიტეტში მოსახვედრად, ზედმეტი ემოციებისა და თავგადასავლების გარეშე; მასწავლებელს სწავლას მოწყურებულ მოსწავლესთან ურთიერთობა ესაჭიროება, რომელთანაც განხორციელებული სწავლა-სწავლების  პროცესი საუკეთესო შედეგით დასრულდება, ეს კი პატივისცემასა და დაფასებას მოუტანს, ლექტორი კი სრულყოფილ პროდუქტს ელოდება მოსწავლის სახით, რათა თანამედროვე გამოწვევებს პროფესიონალი კადრი მისცეს. თუ საუნივერსიტეტო გამოცდა მარტო ეროვნული გამოცდების შედეგებზე არ იქნება დამოკიდებული, სწავლების ხარისხი ამაღლდება საგნების მიხედვით, სკოლის საშუალო ქულა იქნება შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი, შედეგებიც აღინუსხება და მასწავლებლის ობიექტურ კომენტარ-რეკომენდაციებს მოსწავლის სკოლის გარეთ აქტივობებიც დაემატება, ერთად, საფიქრებელია, უკეთესობისაკენ შეიცვლება სისტემა.  

დღევანდელ სკოლაში მოსწავლეები სწავლების საშუალო საფეხურზე, იმის ნაცვლად, რომ განსაკუთრებული ენთუზიაზმით დაიწყონ საუნივერსიტეტო მზადება, დაფიქრდნენ იმაზე, თუ რომელი პროფესიაში ხედავენ საკუთარ თავს, სწავლისადმი სრულ ინდიფერენტიზმს ამჟღავნებენ. ელოდებიან მე-12 კლასს, როცა რეპეტიტორებთან რამდენიმე საგანში მოემზადებიან და სტუდენტურ ბილეთსაც გაინაღდებენ. მგონია, რომ ახალი მოდელი  მოსწავლეს მისცემს შანსს ან აიძულებს მას, რომ თანაბარი ყურადღება დაუთმოს საგნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი საგნის ქულით იქნებ გაიფუჭოს კიდეც საშუალო ქულა.

დღეს, სამწუხაროდ, მასწავლებლობა ყველაზე არაპოპულარულ კონტექსტში განიხილება, აბრალებენ ყველაფერს, არაპროფესიონალიზმიდან დაწყებული არაჰუმანურობით დამთავრებული. რასაკვირველია, იქნებ ასეთნიც არიან , როგორც ყველა პროფესიაში, მაგრამ უმეტესობის ცოდნასა და გამოცდილებას, მონდომებასა და თავდადებას წლებია  ბევრი თაობა გადაურჩენია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მასწავლებლის ჩართულობა ამ საკითხში ძალზე მნიშვნელოვანია, ამაღლდება თვითშეფასებისა და მასწავლებლის საზოგადოების მხრიდან შეფასების პროცესიც. რაკი რეკომენდაციებში აკადემიურ მოსწრებასთან ერთად მოსწავლის ქცევაც შეფასდება, ბუნებრივია, საკუთარი ქცევების მართვასაც დაიწყებენ.

სპორტსა და კლასგარეშე აქტივობებში ჩართული მოსწავლეებისთვისაც, წესით, მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს, რადგან საყვარელსა და საჭირო საქმეებს შეათავსებენ.

თუმცა მესმის, რომ ახალი ინიციატივების მიღება საზოგადოებას ყოველთვის უჭირს, ოპონენტი ბევრი გამოჩნდება და დრო დასჭირდება იმას, რომ სწორად მივიტანოთ ადამიანებამდე სათქმელი, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, როცა სასწორზე ჩვენი შვილების მომავალი დევს.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- მომავალი პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია აბიტურიენტმა ზუსტად გააანალიზოს ის, თუ რისი კეთება უყვარს და ეხერხება ყველაზე კარგად. მესმის, ჩვენს ქვეყანაში,დღესაც კი, ხშირად მშობლები ურჩევენ შვილებს პროფესიებს, რაც მომავალში ოჯახური კონფლიქტებისა და დაძაბულობის საფუძველი ხდება. პირველ რიგში, მშობლებს ვურჩევ, რომ მისცენ შვილებს სრული თავისუფლება, არჩევანისა და შეცდომების დაშვების უფლებაც კი, რადგან მხოლოდ ასე პოულობენ ადამიანები საკუთარ თავსა და საყვარელ საქმეს. რაც შეეხება გამოცდებამდე დარჩენილ დროს, ეს მცირე დრო მაქსიმალურად გამოიყენონ ახალი ცოდნის შესაძენად და რაც მთავარია, დაძლიოან საკუთარ თავში შიში, ისწავლონ ემოციების კონტროლი, რათა საკუთარი ცოდნა უკეთ წარმოაჩინონ.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- თანამედროვე საზოგადოების ხიბლიც ამაშია, ნებისმიერს შეუძლია წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში, ამ მხრივ გრიფირების პროცესში  საზოგადოების ჩართულობამ, ჩემი აზრით, მხოლოდ კარგი შეიძლება მოიტანოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ჩართულობასაც უნდა ჰქონდეს ზღვარი და ძირითადი ლოკომოტივი პროფესიონალთა გუნდი უნდა იყოს.  

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- ტექნოლოგიები ვითარდება, დრო წინ მიდის, რა თქმა უნდა, თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს უნდა ავუწყოთ ფეხი და დიდი ხანია უკვე დროა, დავემშვიდობოთ ძველ „ქაღალდის” ე.წ. მატერიალურ ჟურნალს, რომლიც, მერწმუნეთ, მეტ ენერგიას, დროსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვს, ვიდრე ელექტრონული ჟურნალი. შორიდან ყველაფერი ახალი  რთული და დაუძლეველი  ჩანს. მართალია, ამ ჟურნალის წარმოებასაც თავისი სირთულეები გააჩნია,  მით უმეტეს, ფორსმაჟორული სიტუაცია უძღოდა წინ მის დანერგავს და კორონა პანდემიამ, ფაქტობრივად, ფაქტის წინაშე დააყენა პედაგოგები. მაგრამ ნელ-ნელა სწავლობენ და უმკლავდებიან, შიგადაშიგ სამინისტროს სასწავლო ვიდეოები და ვებინერებიც ეხმარებათ. გააჩნია, ვის როგორი ტექნოლოგიური უნარები აქვს, ზოგი სწრაფად ითვისებს, ზოგი - ნელა, მაგრამ, რაც მთავარია, სწავლობენ . არ არსებობს ისეთი პედაგოგი, რომელსაც ამ ახალ გამოწვევასთან შერკინებისას დახმარება არ სჭირდება, ამაში ძალიან გვეხმარება ფეისბუქის მობილური ჯგუფი „Microsoft Office 365 დისტანციური სწავლისთვის საქართველოში”, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა emis-მა შემოგვთავაზა.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- მართალია, რთული ეპიდემოიოლგიური პირობებია, გამოწვევებიცა და პასუხისმგებლობაც გაასმაგებულია, სკოლის მართვა ორ ფრონტზე გვიწევს, ერთი მხრივ, ისევ მიმდინარეობს ონლაინ სწავლების პროცესი, რასაც მუდმივი დისტანციური მეთვალყურეობა სჭირდება. მეორე მხრივ, სკოლა გადასულია ორცვლიან რეჟიმზე, ჰიგიენის, კონტროლისა და მეთვალყურეობის განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს და ზედმიწვნით ვიცავთ. რაც მთავარია, ვაკონტროლებთ ჩვენს უმთავრეს დანიშნულებას, სწავლა-სწავლების პროცესს. თითქმის ერთწლიანმა  სოციალური ურთიერთობების დანაკლისმა დღის წესრიგში ამ ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნის საკითხიც დააყენა, რაც მარტივი არ არის, ზოგი მოსწავლე უფრო მეტად გაზარმაცდა, ზოგი - პირიქით. გაორმაგებული საქმის კეთება უწევს პედაგოგებსაც. ამიტომ ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, მხნეობასა და დიდ ენერგიასა, სხვაგვარად არაფერი გამოვა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს - დაუშვებელია, სიმღერა, გართობა, საოჯახო საქმეები....
კვერცხის შეღებვის ტრადიცია და აკრძალვები, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება