სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

აბაშელი მოსწავლეები „ეტალონის“ შესარჩევი ტურის შედეგებს ელოდებიან
15-11-2017
-
+


აბაშის სკოლებში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, აბაშის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრთან ერთად იყვნენ ჩართულები.


ტესტირების დღესთან დაკავშირებით, აბაშის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.  

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.      

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

აბაშის მუნციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი მანანა ჯღარკავა: 

„ჩვენი სამსახურის უფროსთან ერთად, მთელი ჯგუფი დავდიოდით სკოლებში და ვატარებდით „ეტალონს“. პროექტში ჩართულობა არის ძალიან მაღალი. ზოგადად, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცირეკონტინგენტიანი სკოლებია და მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. ძალიან მადლიერი ვართ ამ პროექტის გამო. ძალიან დიდი საქმე კეთდება „ეტალონით“. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დარწმუნებული ვარ, „ეტალონში“ მოსწავლეების მიერ მიღებული შედეგებით იხელმძღვანელებს. სწორედ ინტელექტ-შეჯიბრი წარმოაჩენს სწავლის დონეს. ეს დაეხმარება სამინისტროს იმ სუსტი რგოლის პოვნაში, რაც არის განათლების სისტემაში.“ 

აბაშის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი ლაშა ცომაია:


„აბაშაში ინტელექტ-შეჯიბრის შესარჩევი ტური ჩატარდა. მივესალმები ამ პროექტის არსებობას. „ეტალონში“ მთელი საქართველოს მასშტაბით არიან მოსწავლეები ჩართულები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთან ძალიან იაქტიურეს მოსწავლეებმა და თავიანთი დიდი სურვილით, სიხარულითა და მონდომებით მიიღეს მონაწილეობა შესარჩევ ტურში. ჩვენს მუნიციპალიტეტში „ეტალონი“ მაღალი რეიტინგით სარგებლობს. ეს პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი:

„წელს, აბაშაში განსაკუთრებული აქტიურობა დაფიქსირდა. კითხვები ძალიან კარგად იყო შერჩეული და მოსწავლეებიც კმაყოფილები იყვნენ. ისინი წინასწარ ემზადებოდნენ ინტელექტ-შეჯიბრისთვის. ამ პროექტში მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც ქტიურად არიან ჩართულები. ახლა კი თქვენი ახალი პროექტით - Izrune.ge მშობლების გააქტიურებას შეუწყობთ ხელს. პროექტი განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით ყოველთვის სიახლეს გვთავაზობს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.“

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება