სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაგაულის გიმნაზია პირველკლასელებს უფასო სახელმძღვანელოებით ბუკებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფს
16-03-2021
-
+


ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად ბუკები და სახელმძღვანელოები გადაეცემათ. აღსანიშნავია ისიც, რომ გიმნაზიას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის უფასო გახანგრძლივებული სწავლება აქვს.

როგორც etaloni.ge - სთან საუბრისას გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ აღნიშნა, პირველი კლასის მოსწავლეებისთვის ბუკებისა და სახელმძღვანელოების ჩუქების ინიციატორი გიმნაზიის რექტორი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მელქისედეკ ხაჩიძეა. დეკანოზის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გიმნაზია ხარაგაულის მასშტაბით ყველა მოსწავლის ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.

„პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მარტიდან დაიწყო და ნელ-ნელა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაც ემზადება რეგისტრაციის პროცესისთვის. გიმნაზიას პირველკლასელების მისაღებად 25 ადგილი აქვს გამოცხადებული.

როგორც იცით, კერძო სკოლები ზოგადად პირველკლასელებს არ ურიგებენ არც ბუკებს და არც სახელმძღვანელოებს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ როგორც შარშან ისე წელს მეუფე მელქისედეკმა გადაწყვიტა რომ პირველი კლასის მოსწავლეებს საჯარო სკოლების მსგავსად საჩუქრად დაურიგოს როგორც ბუკები, ისე სახელმძღვანელოები და უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება. აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტირებით მოსწავლეების უზრუნველყოფა მთელი ხარაგაულის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც უკვე აღვნიშნე, გიმნაზიამ მეუფის შეწევნით, გასულ სასწავლო წელს პირველად გადასცა პირველკლასელებს ბუკები და სახელმძღვანელოები საჩუქრად, და ეს ტენდენცია მომავალ სასწავლო წლებშიც უცვლელად გაგრძელდება“, - განაცხადა დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ.

გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ სკოლას ავტორიზაცია 266 მოსწავლეზე აქვს გავლილი. ამ დროისთვის კი სკოლაში 200-მდე ბავშვი სწავლობს, შესაბამისად არა მხოლოდ პირველ კლასში არამედ სხვა კლასებშიც რომ დაემატოს მოსწავლეები სკოლა თავისუფლად შეძლებს, როგორც დისტანციის, ისე სხვა რეგულაციების შესრულებას და ბავშვებს გაუწევს ყველა საჭირო მომსახურებას.

დეკანოზმა საჯარო სკოლებისგან განსხვავებით გიმნაზიის უპირატესობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლაში მოსწავლეების სულიერ აღზრდას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამასთან, მაღალია მშობლების სანდოობა მასწავლებლებისადმი.

„გიმნაზიაში მაღალკვალიფიციური მასწავლებლები გვყავს, რაც განაპირობებს სწავლის მაღალ ხარისხს. ამასთან, მეუფის კურთხევით ყოველ სამშაბათს სრულდება წირვა, საღვთო ლიტურგია, რომელსაც მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებიან. ბავშვები აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან  და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბავშვების სწორად აღზრდისთვის.

მნიშვნელოვანია იმის თქმაც, რომ მოსწავლეებთან მასწავლებლის დამოკიდებულება ნამდვილად განსაკუთრებულია. როცა მშობლებმა იციან, რომ მათი შვილები ქრისტიანი, მორწმუნე ადამიანების ხელში არიან თავადაც უფრო მშვიდად გრძნობენ თავს. დარწმუნებულები არიან იმაშიც, რომ მათი შვილი არ გახდება ბულინგისა და ჩაგვრის მსხვერპლი, რაც ასე გავრცელებულია დღეს სასკოლო სივრცეში“, - აცხადებს გიმნაზიის დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება