სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

შესაძლებლობა პედაგოგებისთვის: როგორ ხდება დამკვირვებლის მიერ დაწერილი უარყოფითი შეფასების გაპროტესტება
22-05-2021
-
+


მასწავლებლებს კარიერული წინსვლისთვის სავალდებულო აქტივობების გავლა უწევთ. მათი საქმიანობა კი შესაბამისად ფასდება. პედაგოგებისთვის სავალდებულოა ე.წ. ღია გაკვეთილის ჩატარება, რომელსაც დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი დაესწრება და შეაფასებს. გარდა ამისა, პედაგოგები, რომლებიც სტატუსის ამაღლებისთვის შრომობენ, გარე დაკვირვების დროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისგან ფასდებიან.

გაკვეთილებზე დასწრების მთავარი მიზანია, შემოწმდეს მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები და ცოდნა, კლასის მართვის პროცესი, სწავლების დროს შეფასების გამოყენება, პედაგოგი ასევე ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტურად იყენებს სასწავლო რესურსებს, რამდენად შეუძლია სასწავლო პროცესში ჩართოს თითოეული მოსწავლე და ა.შ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მასწავლებლები სხვადასხვა კომპონენტში მოწმდებიან.

როგორც აღვნიშნეთ, შიდა შეფასების დროს მასწავლებელს დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი აფასებს, გარე დაკვირვების დროს კი - მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი.

დადებითად შეფასდება თუ არა მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი, ეს პირდაპირ კავშირშია მის პროფესიულ წინსვლასთან. პედაგოგთა ნაწილი სწორედ უარყოფითი შეფასების გამო დარჩა სტატუსის ამაღლების მიღმა.

მასწავლებლები იშვიათად აპროტესტებენ მიღებულ შეფასებას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საპრეტენზიო კომისია, რომელიც პედაგოგთა შეფასების შედეგებს განიხილავს.

საპრეტენზიო კომისია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიაა, რომელიც მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებთან დაკავშირებულ და მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების თაობაზე მასწავლებლის საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს.

რამდენად დააკმაყოფილებს საპრეტენზიო კომისია პედაგოგის სურვილს, რომ აქტივობები დადებითად შეუფასდეს, ეს ინდივიდუალურად განსახილველი თემაა, თუმცა ცდად ნამდვილად ღირს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება