სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მათემატიკური ტერმინები, რომლებიც ქართულ ენაში ვერ დამკვიდრდა​ - აკლე - მინუსი; მმატე - პლიუს; თითნა - ციფრი; წოწოლი - კონუსი... 
05-03-2021
-
+


ქართულ ენაში არსებობს სიტყვები, რომლებმაც უცხოური შესატყვისები ვერ შეცვალა და სალაპარაკო ქართულში ვერ დამკვიდრდა. მსგავსი ტერმინები დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა და მხოლოდ ძველ ლექსიკონებში ან კრებულებში თუ გვხვდება. და პირიქით, არსებობს სიტყვები, რომლებმაც წინა საუკუნეში საერთაშორისო ტერმინები შეცვალა და ჩვენც აქტიურად ვიყენებთ. 

იცით, როგორი იქნებოდა მათემატიკური ტერმინები, ქართველი მათემატიკოსის ლექსიკონს რომ მივყოლოდით? - 1917 წელს ქართველმა მათემატიკოსმა, იოსებ ავალიშვილმა საკუთარი სახსრებით გამოსცა ლექსიკონი სახელწოდებით „მათემატიკური ტერმინები, ქართულ-რუსული, რუსულ-ქართული“. სწორად ამ ლექსიკონის გამოსვლის შემდეგ დამკვიდრდა მრავალი ის სიტყვა ქართულში, რომელსაც დღეს ვიყენებთ, ასე მაგალითად: „წამი“, „წუთი“, „მოცულობა“, „წახნაგი“, წიბო“...

თუმცა, ამჯერად, თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ და გთავაზობთ იმ სიტყვების ჩამონათვალს, რომლებიც ჩვენს ენაში ვერ დამკვიდრდა და ალბათ, ბევრი სწორედ ახლა გაიგებთ მათ პირველად. 

აკლე - მინუსი

განი - დიამეტრი

ერთცქიტოვანი - კონცენტრული,

ვაკეობა - ფართობი,

თანვლილი ხაზები - პარალელური ხაზები,

თანშეზომილება - სიმეტრია,

თარაზი - ჰორიზონტი,

თარაზო კუთხე - ჰორიზონტალური კუთხე,

თვითჭეშმარიტება - აქსიომა,

თითნა - ციფრი,

ირიბი - ჰიპოტენუზა,

კერძო - კათეტი,

კუთხედი - დიაგონალი,

ლაქვარდი - სპირალი,

მენაკი - გრადუსი,

მმატე - პლიუს,

მოხვევნა - პერიმეტრი,

მიჯნა - ზღვარი,

მხრული - ქორდა,

მყოფელა - ბისექტრისა,

ნაკვთი - ფიგურა,

ორზომიანი - კვადრატული,

ორზომიანი ფესვი - კვადრატული ფესვი,

ორზომი - კვადრატი,

ორზომელობა - პლანიმეტრია,

ორთითნიანი რიცხვი - ორნიშნა რიცხვი,

სამზომიანი - კუბური,

სამზომელობა - სტერეომეტრია,

სვეტი - პერპენდიკულარი,

სიმრგვლე - წრეხაზი,

ყალიბი - ფორმა,

ყალიბული - ფორმულა,

შეფარდებულობა - პროპორციულობა,

შენობის პირი - ფასადი,

ცქიტი - ცენტრი,

წოწოლი - კონუსი,

წყობა - სისტემა,

ხანი - შუალედი (დროის),

ხაზთსადარი - მასშტაბი,

ხრილი - რკალი

ეს სიტყვები შესულია „იოსებ ავალიშვილის“ კრებულში „ტერმინოლოგიური საკითხები III“, რომელიც თსუ-მ 2018 წელს გამოსცა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება