სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ - თბილისის N133 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები თანატოლებს წასაკითხ წიგნებს ურჩევენ
23-02-2021
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლის პედაგოგმა მზია ნებიერიძემ, თავის მოსწავლეებთან ერთად სახალისო ვიდეო წარმოადგინა, სადაც მეოთხეკლასელები თანატოლებს ურჩევენ, თუ რომელი წიგნები უნდა წაიკითხონ და რაც მთავარია, წიგნებით მიღებულ შთაბეჭდილებებსაც გვიზიარებენ.

„პეპი გრძელწინდა“, „წრიპა ბიჭის დღიური“, „მე ბებია ილიკო და ილარიონი“, ლადო ასათიანის პოეზია, „ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი“... ეს არასრული ჩამონათვალია იმ ლიტერატურიდან, რომელსაც ბავშვები თანატოლებს წასაკითხად სთავაზობენ და თან უამბობენ, როგორი კეთილი და მხიარული გოგონაა პეპი, რომ „წრიპა ბიჭის“ ისტორია რამდენიმე წიგნადაა გამოცემული, რომ „კითხვებისა და პასუხების“ წიგნში ზღვა ინფორმაცია მოიპოვება, ხოლო „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“  ხალასი იუმორით, სიკეთით სავსე წიგნია, რომელიც პირველივე აბზაციდან გაჯადოებს...

დიახ, სწორედ მზია მასწავლებლის ძალისხმევის შედეგია, N133 საჯარო სკოლელებს კითხვა ასე რომ უყვართ და გულწრფელად სჯერათ, მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებენ.

ვიდეო სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება