| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N208 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ზრუნავს თვითგანვითარებაზე და ამის დასტური ახალი სკოლის მოდელის 2020 წლის შემაჯამებელი ფორუმი გახლავთ.
თბილისის N208 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ რთველიაშვილმა და ინგლისური ენის პედაგოგმა, ქეთევან ფოცხვერაშვილმა ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, რისთვისაც მათ გადაეცათ სერტიფიკატები.
შეგახსენებთ, რომ პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, მასში ჩართულობა კი, უდავოდ, დიდი წარმატებაა თითოეული პედაგოგისთვის.
„თბილისის N208 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს თამარ რთველიაშვილსა და ქეთევან ფოცხვერაშვილს, მადლობას უხდის გაწეული, ფასდაუდებელი შრომისთვის და უსურვებს წინსვლას“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა