სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორს, მთვარისა ახვლედიანს „ახალი სკოლის მოდელის“ 2020 წლის შემაჯამებელ ფორუმში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა
22-02-2021
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორს, მთვარისა ახვლედიანს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტ - „ახალი სკოლის მოდელის“ 2020 წლის შემაჯამებელ ფორუმში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა. 

„ეს ჩვენი სასკოლო თემის ერთობლივი მუშაობის შედეგი და გაწეული შრომის აღიარებაა“- წერს მთვარისა ახვლედიანი სოციალურ ქსელში და კოლეგებს წარმატებას ულოცავს.

„ამ სერტიფიკატმა, დღეს, მართლაც რთული და დაძაბული კვირისა და დღის ბოლოს, დიდი სიხარული მომგვარა და არა მარტო მე!

ეს ჩვენი სასკოლო თემის ერთობლივი მუშაობის შედეგი და გაწეული შრომის აღიარებაა!

გ ი ლ ო ც ა ვ თ , კოლეგებო, ჩვენი სკოლის მოსწავლეებო, მშობლებო!

დიდი მადლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტ ,,ახალი სკოლის მოდელის" დამნერგავ გუნდს ამ მეტად საინტეესო და მნიშვნელოვანი პროექტისა და მასში ჩვენი სკოლის

ჩართვისათვის!

დიდი მადლობა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრს, ქალბატონ ნესტან ბაგაურს, პროექტში ჩართვის დღიდანვე მისი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გამდიდრებისათვის!

დიდი მადლობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ლიდერობის ექსპერტს,

ქალბატონ მაკა გრძელიშვილს, ჩვენი აქტიური მხარდაჭერისა და დახმარებისათვის!

დღესაც, როცა ამ სერტიფიკატის მიღების შესახებ ვაცნობე, მგონი, ჩემზე მეტად გაუხარდა, საღამოს კი მის გვერდზე ეს ,,პოსტი" დამხვდა, რამაც განწყობა კიდევ უფრო ამიმაღლა და რომელსაც აქვე გთავაზობთ:

* * *

ჩვენი პროექტის

„ახალი სკოლის მოდელის“ და შემაჯამებელი ფორუმის გმირებს: იამზე ლობჟანიძე, მთვარისა ახვლედიანი, ქრისტინე ქურციკიძე - ვულოცავ განათლების სამინისტროს მიერ მათი შრომის დაფასების მიზნით გადმოცემულ სერტიფიკატებს . ფორუმის სერტიფიკატი უბრალო საქმე ნამდვილად არაა კიდევ ბევრი წარმატება მომელოცოს!

მიმდინარეობს ასევე სამინისტროს მიერ თქვენგან ფორუმზე წარმოდგენილი პრეზენტაციების youtube-ზე ატვირთვის პროცესი, თქვენს გამოცდილებას საქართველოს (არა მარტო) ბევრი მოტივირებული სკოლა გაიზიარებს. ლინკებს აუცილებლად გაგიზიარებთ, როგორც კი მომაწვდიან.

მეამაყებით

ვფიქრობ, წინ მრავალი წარმატება გველის ყველა სკოლას.. სასიხარულო პროცესები მხოლოდ ახლა დაიწყო..

წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი ჩ ვ ე ნ ს გ უ ნ დ ს !“, -წერს სკოლის დირექტორი. 

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება