სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვფიქრობ, სკოლიდან წავიღებ დიდ სიყვარულს, რომელიც მოვიპოვე“ - ზვიად გიანაშვილი, ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორი
19-02-2021
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად გიანაშვილი ბლიც-ინტერვიუში იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რომელიც ონლაინ-სწავლებამ სრულიად საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას შესძინა. როგორ მოახერხეს, დაეძლიათ ყველა წინააღმდეგობა და როგორ ცდილობს წაიღოს დაიმსახუროს მოსწავლეების სიყვარული - ზვიად გიანაშვილი Etaloni.ge-ს ესაუბრება.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოება უნდა იყოს მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- პასუხისმგებლობისა და მოვალეობების გაცნობიერება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- გამოწვევების წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- თანამშრომლობითი კულტურა, მოვალეობების გაცნობიერება,ზრუნვა თვითგანვითარებაზე.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- არაფერიც არ მიკვირს...

- მშობლებს ვურჩევდი...

- ვურჩევდი, სწორად განსაზღვრონ დამოკიდებულებები შვილებთან, გაითვალისწინონ მათი აზრი, მოუსმინონ და ყველაზე დიდი ინვესტიციები ჩადონ შვილების განათლებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ვფიქრობ, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც სკოლიდან წავალ, წავიღებ დიდ სიყვარულს, რომლის მოპოვებაც შევძელი და ეს მე გულწრფელად მახარებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება