სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიკვირს, როდესაც მოსწავლეები საკუთარ შესაძლებლობებს ეფექტურად არ იყენებენ“ - დიანა კვაჩიძე, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი
18-02-2021
-
+


დიანა კვაჩიძე, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი გახლავთ, რომელმაც ერთმუშტად შეკრულ გუნდთან ერთად, ღირსეულად დაძლია დისტანციური სწავლების გამოწვევები და დღეს, როდესაც სკოლა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, როდესაც კვლავ აწკრიალდა სკოლის ზარი მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებს კი საყვარელი ბავშვების პირისპირ უწევთ გაკვეთილების ჩატარება, ქალბატონი დიანა საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და ბლიც-ინტერვიუში იმაზეც გვესაუბრება თუ რა გამოცდილება შესძინა სწავლების ონლაინ-რეჟიმმა.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- საქართველოსა და ზოგადად, მსოფლიოსთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა და სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი; გარდა ამისა, თვალნათლივ დავინახეთ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანის  პასუხისმგებლობას საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ-სწავლებისას გარკვეულ სირთულეებს წავაწყდი. პირველ რიგში ვიმუშავე საკუთარ თავზე, რათა უკეთ შემძლებოდა თიმსის პროგრამის გამოყენება. ვისწავლე მობილურად მუშაობა; კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თანამედროვე ეპოქაში მნიშვნელოვანია ტექნიკური საშუალებების სრულყოფილად ფლობა. ონლაინ-სწავლებისას უფრო ცხადად დავინახე პრობლემები, როგორც მოსწავლეთა მოტივაციის, ისე კომუნიკაციის კუთხით.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ერთ-ერთი რთული წელი იყო, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. დიდი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით პედაგოგები და მოსწავლეები.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როცა მასწავლებლები ზრუნავენ თვითგანვითარებაზე და აღნიშნავენ მოსწავლეთა წარმატების შესახებ.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რატომ არ იყენებენ დროსა და საკუთარ შესაძლებლობებს ეფექტურად.

- მშობლებს ვურჩევდი...

- იმეგობრონ შვილებთან, აქტიური კომუნიკაცია დაამყარონ სკოლასთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

 - ხშირად ვფიქრობ, როგორი იქნება 2021 წელი, რა გამოწვევები გველის და რამდენად შევძლებთ გავუმკლავდეთ ახალ სირთულეებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება