სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეუფე მელქისედეკს სურდა, ბავშვებისთვის კომფორტი შეექმნა“ - ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიას ტრანსპორტი ემსახურება
18-02-2021
-
+


ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის 200-მდე მოსწავლეს 15 თებერვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება ემსახურება. როგორც etaloni.ge-ს გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ განუცხადა, აღნიშნული სიახლე სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დრომდე, ფინანსური პრობლემების გამო, კერძო ტრანსპორტით სარგებლობის საშუალება არ ჰქონდათ.

დეკანოზის თქმით, გიმნაზიის რექტორმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ იზრუნა, შეძენილიყო ავტოტრანსპორტი, რომელიც მოსწავლეების ტრანსპორტირებას ოთხი მიმართულებიდან უზრუნველყოფს. 

„მეუფეს ყოველთვის სურდა, რომ ბავშვებისთვის შეექმნა კომფორტი, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება არასდროს არ იყო. რადგან კერძო სკოლა ვართ, ვერ ვსარგებლობთ სახელმწიფო პროგრამებით. საჯარო სკოლებს თუ აქვთ საშუალება, რომ ისარგებლონ ბუკებით, სახელმძღვანელოებით, ჩვენ ამ საშუალებას მოკლებული ვართ. მეუფე თავისი ფინანსებით ცდილობს, რომ ყველა საკითხი იყოს მოგვარებული. სკოლაში პირველად, ორშაბათიდან, 15 თებერვლიდან დაინიშნა ტრანსპორტი ოთხი მიმართულებით.

ავტობუსი, რომელიც შევიძინეთ, მოემსახურება 200-მდე ბავშვებს. მოსწავლეების ტრანსპორტირება მოხდება ოთხი მიმართულებიდან - ლაშიდან, საქარიქედიდან, ფარცხნალიდან და დაბა ხარაგაულიდან. აქამდე, სამწუხაროდ, არ იყო ტრანსპორტის საშუალება და მეუფემ მოიძია, შეიძინა ავტობუსი. მოგეხსენებათ, მას სჭირდება მძღოლი, ტექნიკური მომსახურება, ე.წ. გარაჟი. თვეში ესაჭიროება, დაახლოებით, ნახევარი ტონა საწვავი. მინდა თხოვნის სახით მივმართო, ვინც კეთილისმსურველი და შემომწირველი იქნება, ვინაიდან ჩვენ ფინანსების ნაკლებობა გვაქვს, თუ სურვილი ექნება, რომ დაგვეხმაროს. თუ გამოჩნდება კეთილი ადამიანი, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მოწყალებას", - განაცხადა დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ.

etaloni.ge-ს შეკითხვაზე, ვინაიდან სახელმწიფო პროგრამებით ვერ სარგებლობენ, როგორ ახერხებენ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესრულებას, დეკანოზმა განაცხადა, რომ გიმნაზია ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს საკუთარი ხარჯებით იცავს.

„კოვიდ-პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვაც ჩვენი ხარჯებით გვიწევს. დეზობარიერები, თერმოსკრინინგის აპარატები, ხელის დასამუშავებელი ხსნარები - სკოლა ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი. როდესაც ჩვენთან შემოვიდა ხარაგაულის ჯანდაცვის წარმომადგენელი, რომ ნებართვა გაეცა სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი წარმატებული და პირველი ვიყავით რეგულაციების დაცვით. სკოლის შენობაში, რომელიც ორსართულიანია, არის ცენტრალური გათბობა და მოწესრიგებული სველი წერტილები", - აღნიშნა დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება