სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაცულია მასწავლებლებისა და მოსწავლეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“ - ბუშეტის საჯარო სკოლაში სწავლა რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს
18-02-2021
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლაში, 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან დისტანციური სწავლების მოდელიდან პირისპირ სწავლების მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა რეგულაცია ზედმიწევნით სრულდება.

დირექციის ინფორმაციით, სკოლა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და პერსონალი ყველა შემუშავებულ რეკომენდაციას იცავს. 

„თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლაში განხორციელდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა რეგულაცია, რომელიც იცავს თითოეული მოსწავლის განათლების უფლებას თანასწორად. დაცულია სკოლაში მასწავლებლების, მოსწავლეების, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ტექნიკური პერსონალის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. 

სკოლაში არის საკმაო რაოდენობის სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებები, რომლებითაც სისტემატიურად ხდება სასკოლო ავეჯის ზედაპირებისა და სველი წერტილების დამუშავება. სკოლის საერთო სივრცესა და საკლასო ოთახებში, თვალსაჩინო ადგილებზე გამოკრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და ქცევის წესები, რომლებსაც ზედმიწევნით იცავს სკოლის ყველა თანამშრომელი და მოსწავლე. შედეგად, კოვიდტესტირების ჩატარებისას, არ გამოვლენილა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა", - ნათქვამია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება