| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა კვაჭაძის ხელმძღვანელობით, ივანე კრილოვს ღონისძიება მიუძღვნეს.
მესამეკლასელებმა რუსი მეიგავის ცნობილი ნაწარმოებები წაიკითხეს.
„დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეები პოპულარული რუსი მეიგავის - ივანე კრილოვის დღესთან დაკავშირებით კითხულობენ ავტორის ცნობილ ნაწარმოებებს, რომელიც თარგმნილია აკაკი წერეთლის მიერ.
მე-3ა კლასის პედაგოგი - ნანა კვაჭაძე გახლავთ.
ცნობილი იგავ-არაკების „ჭრიჭინა და ჭიანჭველას“ და „მგელი და კრავის“ ავტორი, რუსი მეიგავარაკე ივანე კრილოვი 1769 წლის 13 თებერვალს დაიბადა.
მისი შემოქმედება პოპულარული იყო მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
1832-1833 გიორგი ორბელიანმა თარგმნა კრილოვის 3 იგავი. 1862-1906 კი აკაკი წერეთელმა თარგმნა და გადმოაკეთა კრილოვის 152 იგავი, რომლებიც მრავალჯერ გამოქვეყნდა ცალკე წიგნად. კრილოვს თარგმნიდნენ იოსებ გრიშაშვილი, კონსტანტინე ჭიჭინაძე, ალექსანდრე აბაშელი, გრიგოლ ცეცხლაძე, დავით გაჩეჩილაძე, ვ. გორგაძე და სხვები“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა