სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N104 საჯარო სკოლაში რეკომენდაციები ზედმიწევნით არის დაცული
17-02-2021
-
+


თბილისის N104 საჯარო სკოლა სრულ მზადყოფნაშია 2020-2021 სასწავლო წლის 15 თებერვლიდან, სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში დასაწყებად. სკოლა ზედმიწევნით იცავს სამინისტროს რეკომენდაციებს და აკმაყოფილებს ყველა სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტებს.

„ჩატარებულია ყველა საჭირო ღონისძიება.

სკოლის პერიმეტრზე: ეზოში, შენობის საერთო სივრცეებში, საკლასო ოთახში, სამასწავლებლოში პირბადის ტარება სავალდებულოა სკოლის ყველა თანამშრომლის, სკოლის შენობაში მყოფი ნებისმიერი პირისა და V-XII კლასების ყველა მოსწავლისთვის.

სკოლაში შემოსვლა მოხდება თერმოსკრინინგის, დეზობარიერის გავლისა და ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ, სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვან 1-მეტრიანი დისტანცია.

სასწავლო პროცესის დაწყებამდე სკოლის ყველა მასწავლებელს და პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება Covid-19-ზე, რომელიც პრევენციისა და ახალი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით განმეორდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს სკოლაში. გარდა ამისა, სველი წესით დასუფთავდა სკოლის მთლიანი შიდა პერიმეტრი და ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

სკოლა უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობებით: დეზობარიერებით, იატაკის მოვლისა და ზედაპირების დასამუშავებელი ხსნარებით, ხელის სადეზინფექციო სითხეებისა და პირბადეების მარაგით; შენობის ყველა სართულზე განთავსებულია დისპენსერები სადეზინფექციო ხსნარით, დერეფნებსა და საკლასო ოთახებში, ჰიგიენური ნარჩენებისთვის, დახურული ურნები. სკოლას აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით აღჭურვილი სამედიცინო ოთახი, აგრეთვე ცხელებიანი მოსწავლეებისთვის, ყველა წესის დაცვით, მოწყობილია საიზოლაციო ოთახი. სკოლას ემსახურება კვალიფიციური ექიმი.

სკოლა აღჭურვილია იმ სპეციალური საშუალებებით, რომელიც უზრუნველყოფს, უსაფრთხო გარემოში როგორც სკოლის თანამშრომელთა ყოფნას, ასევე საგაკვეთილო პროცესის წარმართვას. საკლასო ოთახებში მერხებს შორის დაცულია ერთმეტრიანი დისტანცია. შესვენებების დროს მოხდება ოთახების განიავება, მაგიდებისა და საერთო გამოყენების ზედაპირების დამუშავება და წერტილების დალაგება-დასუფთავება სადეზინფექციო საშუალებებით. სახელურების, კიბის მოაჯირების, ხშირად გამოყენებული ზედაპირების დამუშავება სადიზინფექციო ხსნარით იწარმოებს სისტემატურად (არანაკლებ 3 საათიანი შუალედით).

მაქსიმალურად შეიზღუდება ვიზიტორთა რაოდენობა სკოლის შენობაში. მშობლებთან ურთიერთობა მოხდება დისტანციურად, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. სკოლაში მშობლის მოსვლა დასაშვებია მხოლოდ აუცილებელ შეთხვევაში, კლასის დამრიგებელთან წინასწარი შეთანხმებით საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ. ყველა მშობელს აქვს შესაძლებლობა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას სკოლის ელექტრონულ მისამართზე ან სოციალური ქსელის საშუალებით დისტანციურად.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდად და წარმატებით სასწავლო წლის დასრულებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება