სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ულამაზესი სიურპრიზი ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლეებისთვის -ლიტერატურული კონკურსის წარმატებული მონაწილეები - ქეთი ბედელაძე და ნუკი მანაგაძე დასაჩუქრდნენ
17-02-2021
-
+


ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს - ქეთი ბედელაძესა და ნუკი მანაგაძეს დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორმა, მერაბ კვიცარიძემ და ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მარეხი ნიჟარაძემ სიურპრიზი მოუწყვეს. მათ ფრიდონ ხალვაშის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ვერცხლისა და საფინალო დიპლომის მფლობელი მოსწავლეები დაასაჩუქრეს. 

სკოლა მერაბ კვიცარიძესა და მარეხი ნიჟარაძე დაუვიწყარი შეხვედრისთვის მადლობას უხდის. 

„როგორ მოგვნატრებია ჩვეული აქტიური ცხოვრება, როგორი ამაღლებული განწყობით შევაბიჯეთ დღეს დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში, სადაც ცენტრის დირექტორმა, ქუთაისის საპატიო მოქალაქემ ბატონმა მერაბ კვიცარიძემ და ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ქალბატონმა მარეხი ნიჟარაძემ ულამაზესი სიურპრიზი მოუწყვეს ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს ქეთი ბედელაძეს და ნუკი მანაგაძეს. გოგონები ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ზღვაური 2020“ ვერცხლის დიპლომის და საფინალო დიპლომის მფლობელები გახდნენ პროზაული ნაწარმოებების შექმნისთვის. კონკურსის ორგანიზატორი გახლავთ პოეტი ქალბატონი ბელა ქებურია. ბატონმა მერაბმა მოსწავლეები თავისი ლექსების კრებულით „მთვრალი მეტაფორები“ და მათთვის განკუთვნილი სუვენირებით დაასაჩუქრა, ხოლო ქალბატონმა მარეხიმ მოსწავლეებს ხატები უსახსოვრა. მადლობას ვუხდით ჩვენი ქალაქის რჩეულ ადამიანებს, ღირსეულ პიროვნებებს - ბატონ მერაბ კვიცარიძეს და ქალბატონ მარეხი ნიჟარაძეს დაუვიწყარი შეხვედრის მოწყობისთვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება