სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მუდმივად ვზრუნავთ, სკოლაში დაცული იყოს მოსწავლეთა უსაფრთხოება“ - ბახვის საჯარო სკოლის დირექცია
17-02-2021
-
+


წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა მოსწავლეთა, მშობელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც დირექციის განცხადებაშია აღნიშნული, კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით, სკოლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს.

„2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სკოლამ გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო დადებითი დასკვნა. გაცნობებთ, რომ მუდმივად ვზრუნავთ სკოლაში დაცული იყოს მოსწავლეთა უსაფრთხოება და დავაკმაყოფილოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის N01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის“ დანართი N37-ის რეკომენდაციები;

სკოლა აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ზედაპირების დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით.

სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაუტარდათ და ყოველ ორ კვირაში ჩაუტარდებათ ტესტირება ჩOVID-19-ზე. სკოლამ გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო დადებითი დასკვნა.

შენობაში ყოველდღიურად ტარდება დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით; სპეციალური ხსნარით მუშავდება მერხები, კარის, ფანჯრის სახელურები და მოაჯირები; ნიავდება დერეფნები და საკლასო ოთახები; სველი წესით მუშავდება სკოლის შენობა და სასკოლო ინვენტარი;

მოგიწოდებთ ყველას, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავუბრუნდეთ საკლასო ოთახებს", - ნათქვამია განცხადებაში.

სკოლის დირექცია მშობლებსაც მიმართავს და კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს კიდევ ერთხელ ახსენებს.

„მოგეხსენებათ სკოლის დირექციის მიერ ყველა კლასის მშობლებთან teams-ს და messemnjer-ის საშუალებით ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები, გთხოვთ გაითვალისწინოთ ყველა ის ინფორმაცია რაც გაგაცანით:

სკოლაში წასვლამდე აკონტროლეთ მოსწავლის ტემპერატურა და 37 და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში, არ გამოუშვათ სკოლაში; ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროულად შეატყობინოთ სკოლას.

უზრუნველყავით მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში; სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყავით მოსწავლის სკოლიდან წაყვანა; ვინაიდან შეჩერებულია კვების ობიექტების ფუნქციონირება უზრუნველყოს მოსწავლე საკვებით.

სკოლაში ნაკადების შესვლა ხდება ეტაპობრივად, დისტანციის დაცვით სატრანსპორტო მომსახურება ხდება შემდეგი გრაფიკით:

ოროკი-ოქროსქედი-მშვიდობაური-ბახვის საჯარო სკოლა - სკოლაში წაყვანა 09:00; სკოლიდან წამოყვანა 15:20

ბახვის მე-5 და მე-4 ბრიგადა - ბახვის საჯარო სკოლა - სკოლაში წაყვანა 09:20; სკოლიდან წამოყვანა 15;00

თავკობული-ბახვის მე- 3 ბრიგადა - ბახვის საჯარო სკოლა - სკოლაში წაყვანა 09:00; სკოლიდან წამოყვანა 15:25

თიხნარა-ბახვის 1-ლი ბრიგადა - ბახვის საჯარო სკოლა - სკოლაში წაყვანა 09:20; სკოლიდან წამოყვანა 15:00

სკოლის პერიმეტრზე - ეზოში მშობელი, მოსწავლე მასწავლებელი ვალდებულია, ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია.

შენობის საერთო სივრცეებში მასწავლებელი, მოსწავლე (V – XII კლასი) ვალდებულია, ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია“, - ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება