სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ისევ ახმაურდა ჩვენი სკოლის ეზო“ - თბილისის N23 საჯარო სკოლა საყვარელ მოსწავლეებს ხელგაშლილი შეხვდა
16-02-2021
-
+


თბილისის N23 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა და ამ დღეს მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უემოციოდ ნამდვილად არ ჩაუვლია. განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ სკოლას საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი ეწვია.

ილია ჭავჭავაძის სახელობის, თბილისის N23 საჯარო სკოლასთან კი ქალბატონი თინათინის მეგობრობა ბევრ წელს ითვლის და იცით, როდიდან იწყება? - როდესაც პატარა გოგონამ, დიდი ხნის წინ, პირველად შეაღო N23 საჯარო სკოლის კარი. მაშინ ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რა სტატუსით მოუწევდა წლების შემდეგ მშობლიურ სკოლაში სტუმრობა, ახლა კი ამაყობს, რომ ძირძველი 23-ელია და სკოლაც ამაყობს საკუთარი კურსდამთავრებული.

„დღეს ისევ ახმაურდა ჩვენი სკოლის ეზო. დავბრუნდით, ერთმანეთის გვერდით (და არა პირისპირ...) და სტუმარსაც ვუმასპინძლეთ. თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს, ქალბატონ თინათინ ნიბლოშვილს, ჩვენს კურსდამთავრებულს, 23-ელს“, - აღნიშნულია თბლისის N23 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება