სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო“- კრწანისის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განაახლა
16-02-2021
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა. 

სკოლაში გათვალისწინებულია ყველა რეგულაცია, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები.

დირექცია ზრუნავს მოსწავლეთა და დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და მათ უსაფრთხოებაზე. სკოლამ შესაბამისი განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა და მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს მიმართა. 

„მოგესალმებით, ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო,

კრწანისის საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების თანახმად, 15 თებერვალს სასკოლო სივრცეში, ონლაინ რეჟიმში განაახლა სასწავლო პროცესი. 

სკოლაში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, შემუშავებულია პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, გათვალისწინებულია ყველა რეგულაცია, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები:

სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით;

სკოლის ორივე შენობის ყველა შემოსასვლელში განთავსებულია სპეციალური დეზობარიერი;

სკოლის ორივე შენობის ყველა სართულზე დამაგრებულია ხელის სანიტაიზერი (5-6 თითოეულ სართულზე);

სანიტაიზერებით და ყველა საჭირო რესურსით/ინვენტარით აღჭურვილია აგრეთვე სამასწავლებლო, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ორივე შენობის საიზოლაციო ოთახი და დაწყებითი კლასების ყველა საკლასო ოთახი;

სკოლის სველი წერტილები კარგ მდგომარეობაშია - მოწყობილია ინდივიდუალური კაბინები და ხელსაბანები, უზრუნველყოფილია თხევადი სასაპნით/საპნით, საშრობი და ტუალეტის ქაღალდით და ერთჯერადი ხელსახოცებისა და სხვა ჰიგიენური ნარჩენებისათვის განკუთვნილი დახურული ნაგვის ურნებით;

სასწავლო პროცესის ორგანიზება:

 სასწავლო პროცესი სკოლაში წარიმართება 2 ცვლაში:

 პირველი სმენის საკლასო ჯგუფები (I, II1, III1, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასები) სწავლას იწყებენ 09:00 საათზე; მოსწავლეები სკოლაში გამოცხადდებიან 08:45-ზე.

 მეორე სმენის საკლასო ჯგუფები (II2, III2, IV, VI, V2, VI1,VI2 კლასები) სწავლას იწყებენ 13:00 საათზე; მოსწავლეები სკოლაში გამოცხადდებიან 12:45-ზე.

 სწავლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე სკოლის პერსონალის მიერ მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი; რის შემდეგაც ისინი გაივლიან სპეციალურ დეზობარიერს, ჩაიტარებენ ხელების დეზინფექციას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაადგილდებიან სკოლის შენობაში.

 სკოლის პერსონალი და V-XII კლასის მოსწავლეების ვალდებულნი არიან ატარონ პირბადე, როგორც სკოლის შენობაში, ასევე სკოლის ტერიტორიაზე;

საინტერესო და საჭირო ინფორმაცია:

 საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სკოლის პერსონალმა სრული შემადგენლობით გაიარა სავალდებულო ტესტირება, შედეგად არც ერთი დადებითი პასუხი არ დაფიქსირდა.

 Covid-19-ის ახალი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით, სკოლის პერსონალი, დადგენილი ინტენსივობით გაივლის ტესტირებას;

 მშობლებთან კომუნიკაციისთვის რეკომენდებულია დისტანციური კონტაქტის საშუალებების გამოყენება.

 ყველა მშობელს აქვს შესაძლებლობა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას სკოლის ელექტრონულ მისამართზე ან სოციალური ქსელის საშუალებით დისტანციურად;

 მშობელთა კრებები ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში.

მშობლებს:

ძვირფასო მშობლებო, თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია სასწავლო პროცესის უსაფრთხოების დაცვაში. გვჯერა, მოვუფრთხილდებით ერთმანეთს, მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით მოვალეობას და დავიცავთ საკუთარი და სხვისი შვილების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

გთხოვთ, გულისყურით გაეცნოთ და შეასრულოთ შემდეგი რეკომენდაციები:

 სკოლაში წამოსვლამდე გააკონტროლეთ თქვენი შვილის ტემპერატურა და 370 და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გამოუშვათ სკოლაში.

 თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება ტემპერატურა ან ვირუსის რაიმე სიმპტომი, არ გამოუშვათ მოსწავლე სკოლაში;

 მოსწავლის ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინეთ სკოლას/კლასის დამრიგებელს.

 უზრუნველყავით თქვენი შვილის დროული გამოცხადება სკოლაში, რათა საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე გაიაროს ყველა საჭირო პროცედურა,

 სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყავით მოსწავლის სკოლიდან წაყვანა.

 უზრუნველყავით თქვენი შვილის (V-XII კლასის მოსწავლის) პირბადით გამოცხადება სკოლაში,

 გამოატანეთ თქვენს შვილს სასმელი წყალი მარკირებული ბოთლით (წარწერა-სახელი, გვარი),

 სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის ან პრობლემის შემთხვევაში დაუკავშირდით კლასის დამრიგებელს ან სკოლის დირექციას,

 დაესწარით სკოლის/კლასის დამრიგებლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს,

 დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილის შემთხვევაში, ოთხშაბათ დღეს, დაარეგისტრირეთ მოსწავლე ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge და მიიღეთ სკოლისგან ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით (გაკვეთილების ჩატარების დრო, მასწავლებლების ვინაობა),. დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ისევ ოთხშაბათ დღეს გააუქმეთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge.

ჯანმრთელობას და პოზიტიურ განწყობას გისურვებთ!“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

ქარელის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი უხარისხო აღმოჩნდა - დეტალები 

რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

სტიპენდია 1000 ლარი ხდება - ვის ეხება ცვლილება

პედაგოგების ნაწილს საგნის გარდა, დამატებით გამოცდის ჩაბარება უწევს - მინისტრის ბრძანება მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ცვლილებებს ეხება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

​უღრმესი მადლობა, ბესო კობახიძეს მასპინძლობისთვის“

ეს იყო დღე, რომელმაც ერთდროულად გააერთიანა სიხარული, სიამაყე და განშორების ცრემლები

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა პრაქტიკულად წარმოადგინეს პროგრამის ძირითადი შესაძლებლობები

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება