სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თუ ბავშვს სკოლაში სიარული სურს, კლასი კი დისტანციურს ირჩევს - სწავლის უფლების შეზღუდვა და გაურკვეველი შინაარსის ოფიციალური დოკუმენტი
04-03-2021
-
+


უკვე ცნობილია, რომ საქართველოს მასშტაბით გახსნილი სკოლების მიუხედავად, მშობლებს აქვთ უფლება დისტანციური სწავლება აირჩიონ და სხვათა შორის, თუ მასწავლებლებისა და მოსწავლეების უმრავლესობა - 60% გადაწყვეტს, კონკრეტული კლასი და ზოგ შემთხვევაში, მთლიანად სკოლაც, დისტანციურ სწავლებაზე გადადის.

უმრავლესობის აზრი გადამწყვეტია, თუმცა საინტერესოა, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც კლასიდან, მოსწავლეთა უმრავლესობას დისტანციურზე დარჩენა სურს და მხოლოდ რამდენიმე ბავშვია სკოლაში სიარულის მომხრე?!

ირკვევა, რომ ეს საკითხიც ახალი პროტოკოლით რეგულირდება, თუმცა ის, რაც ოფიციალურად გაწერილია, ცოტა გაურკვეველია, პრაქტიკაში როგორ დაინერგება:

  • იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ კლასში/კლასებში დარჩებიან მოსწავლეები, რომელთაც არ აქვთ სურვილი გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, სკოლა შეისწავლის უმცირესობაში მყოფ მოსწავლეთა საჭიროებებს და იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს აქვს ინტერნეტთან ან შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობასთან წვდომის პრობლემა, სკოლა ასეთი მოსწავლისთვის/მოსწავლეებისთვის დააორგანიზებს ყველა საგანში მინიმუმ კვირაში ერთ საკონსულტაციო შეხვედრას. გამონაკლის შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სატელეფონო კომუნიკაცია, ტელესკოლა და სხვა ბეჭდური რესურსი.

მაგრამ თუ ბავშვს რესურსი აქვს, უბრალოდ სკოლაში სიარული უნდა? - ვინ ითვალისწინებს მის აზრს და სურვილს? - როგორც ოფიციალურ დოკუმენტში ნათლად ჩანს, ეს თემა არც კი განიხილება და რა გამოდის - მოსწავლეებს, უნდათ თუ არა, მოუწევთ დაემორჩილონ უმრავლესობის აზრს!

საბოლოოდ, ამ საკითხის (ისევე როგორც სხვა დანარჩენის) მოგვარება სკოლის პრეროგატივაა და მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს, როგორ გაართმევენ თავს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ზემდგომი ორგანოს მრავალუცნობიან განტოლებას, რომელიც „სასწავლო პროცესის დაორგანიზებით“ იწყება და უსასრულობამდე გრძელდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება