სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთმანეთის ხილვამ გაგვინათა თვალები“ - თბილისის N119 სკოლაში სასწავლო პროცესი, რეკომენდაციების დაცვით, განახლდა
16-02-2021
-
+


თბილისის N119 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით განახლდა. როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სკოლის შენობაში სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებული ყველა ტიპის სამუშაო ჩატარდა და სასწავლო დაწესებულება მოსწავლეებს მომზადებული შეხვდა.

„გილოცავთ სასკოლო სივრცეში, საკლასო ოთახებში დაბრუნებას! მერე რა, რომ უჩვეულო სასწავლო წელია, მერე რა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, შეიცვალა დღის წესრიგი ნაწილობრივ, მაგრამ დღეს კვლავ დაუბრუნდა სკოლას მოსწავლე და მასწავლებელი ცოცხალი, უფრო მეტად შთამბეჭდავი გაკვეთილი... გაცოცხლდა და ახმაურდა სკოლის შენობა... გახალისდნენ საკლასო ოთახებისა და დერეფნების კედლები... მოწყენილი მერხები... გადმოიღვარა ჩვენს გულებში დაგუბებული სიყვარულის გრძნობა, ერთმანეთის ხილვამ გაგვინათა თვალები, მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს ყველა რეგულაცია, რომელიც უნდა შევასრულოთ და დავიცვათ. N119 სკოლის ადმინისტრაცია, დამრიგებლები, მასწავლებლები, მანდატურები, ტექნიკური პერსონალი მოსწავლეებს დიდი სიყვარულით დახვდნენ.

N119 საჯარო სკოლამ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით და გარკვეული ტიპის სამუშაოები ჩაატარა იმისთვის, რომ სკოლაში მოსული მოსწავლეებისთვის დაგვეხვედრებინა უსაფრთხო გარემო: სკოლის შემოსასვლელებში დეზობარიერი, კედელზე განთავსებული სანიტაიზერები, დისტანციის დაცვის მიმანიშნებელი სტიკერები, სადეზინფექციო ხსნარებით დაწმენდილი საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები", - ნათქვამია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება