სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოზურგეთის N1 სკოლას პრემიერ-მინისტრი ესტუმრა 
16-02-2021
-
+


ოზურგეთის 1000 მოსწავლეზე გათვლილ N1 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოინახულა.

საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ასევე აშენდა ინოვაციების ცენტრი, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს. შენობაში ოთახები პანორამული ხედებით არის განლაგებული. შენობა მოიცავს საკონფერენციო დარბაზს, როგორც დახურულ, ისე ღია სამუშაო სივრცეებს, სასწავლო და კომპიუტერის ოთახებს, ტექნიკურ ოთახებს, მინიფაბრიკის ლაბორატორიას და გამწვანებულ შიდა ეზოს. ინოვაციური ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლის ორივე შენობას. შესაბამისად, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე შენობებში განთავსდებიან.

მოეწყო სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები, ღია სტადიონი და რეკრეაციული ზონა. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა 175 წლისაა. თავდაპირველად მის ადგილას სასულიერო სასწავლებელი იყო, სადაც სწავლობდნენ ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, სოლომონ ჭეიშვილი, ავქსენტი მეგრელიძე, ვარლამ სიმონიშვილი, ფილიმონ ქორიძე, ნიკო მარი, რეზო ესაძე, აკაკი ბაქრაძე და სხვა გამოჩენილი ქართველები.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება