სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის ისტორიული შენობა და საამაყო წარსული დიდება
12-02-2021
-
+


ეს ულამაზესი შენობა ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის ისტორიული კორპუსია. მე-19 საუკუნის ბოლოსთვის დაბა ყვირილაში ყოფილა რამდენიმე სასწავლო დაწესებულება. 1870 წელს ზესტაფონში გახსნილა ბესარიონ კელენჯერიძის მიერ დაარსებული მოსამზადებელი ჯგუფი, 1877 წელს - იოსელიანის სკოლა, ხოლო 1895 წელს - 6-კლასიანი სასწავლებელი, რომელსაც ღოღობერიძის სკოლას უწოდებდნენ. ეს საკმარისი არ იყო. 1908 წელს შემდგარა კომისია დაბის მაშინდელი საზოგადოების მოწინავე ადამიანებისგან. ზესტაფონის, ხარაგაულის, ჩხარის მოსახლეობისგან 30ათასი მანეთი შეგროვილა. შენობის აგება გადაწყდა ზესტაფონის ძველუბანში, საყავრიაში. ცნობილმა მებატონემ, გიორგი საყვარელიძემ სკოლის ასაგებად აჩუქა მიწის ნაკვეთი.

1908 წელს დაიწყო მშენებლობა საყავრიაში. 1910 წელს დაუმთავრებიათ პირველი სართული. 1912 წელს შენობა დასრულებული იყო. 1912 წლის 1 სექტემბერს დაირეკა პირველი ზარი და გაიხსნა პირველი სამოქალაქო სასწავლებელი...

სურვილი უფრო დიდი იყო - 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ შორაპნის მაზრის კომიტეტმა გამოიტანა დადგენილება ქალ-ვაჟთა გიმნაზიის გახსნის შესახებ. 1917 წლის 1 სექტემბერს დაირეკა პირველი ზარი შორაპნის მაზრის პირველი საშუალო სასწავლებლისა. ეს გიმნაზია დიდხანს იყო ერთადერთი საშუალო სასწავლებელი, სადაც ცოდნას იღებდნენ ზესტაფონის, ხარაგაულის, ბაღდათისა და სხვა მეზობელი რაიონების ახალგაზრდები. გიმნაზიის დირექტორი იყო ნიკოლოზ კვინიკაძე. 1921 წელს გიმნაზია დაამთავრა კურსდამთავრებულთა პირველმა ნაკადმა - 34-მა ვაჟმა და ამდენივე ქალმა.

პირველი ატესტატი მიიღო ლუარსაბ ანთაძემ. გიმნაზია სხვადასხვა დროს დაამთავრეს - იოსებ და სოფიო ბუაჩიძეებმა, სეით ვართან სიმონგულოვებმა, ვასილ ჩანტლაძემ, გივი ნიორაძემ,დავით გეწაძემ, ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს უფროსმა გიორგი ქადაგიძემ, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ლევან საყვარელიძემ,მომღერლებმა -პეტრე ამირანაშვილმა, ეკატერინე ხიჯაკაძემ, კინორეჟისორმა ვასილ ალავიძემ,მწერლებმა- დავით გაჩეჩილაძემ და ლავრენტი ჭიჭინაძემ. გარკვეული პერიოდი აქ სწავლობდნენ ბუხუტი და სერგო ზაქარიაძეები, ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი და ასევე ომის გმირები.

1923 წლიდან გიმნაზია გადაკეთდა ჰუმანიტარულ ტექნიკუმად, 1933 წელს ეწოდა 1-ლი საშუალო სკოლა. შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა სტატუსი და 1954 წლიდან დაუბრუნდა ძველი სახელწოდება-1-ლი საშუალო სკოლა. ასე რომ, ამ სკოლას გიმნაზიად ყოფნის საუკუნოვანი ისტორია აქვს. ამ ხნის განმავლობაში შენობას შეუნარჩუნდა პირვანდელი სახე, ხოლო 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბუნებრივია, შენობა საძირკვლიდან დაწყებული შეკეთებას საჭიროებდა, მაგრამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვდა მასზე მუშაობა. 2019 წლიდან დაიწყო კაპიტალური სამუშაოები. ყველა ისტორიული დეტალი შენარჩუნებულია,შენობა კაპიტალურადაა გამაგრებული, ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. სკოლაში კვლავ გრძელდება ღირსეული, საამაყო ტრადიციები, შემოგვემატნენ საუკეთესო ახალგაზრდა მასწავლებლები, გვყავს უნიჭიერესი ახალგაზრდობა! გვჯერა, რომ ისინი N1 სკოლაში მიღებულ ცოდნას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებენ!

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება