სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუხურის საჯარო სკოლაში „მკითხველთა კლუბის“ რიგით მესამე შეხვედრაზე დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“ განიხილეს
12-02-2021
-
+


28 იანვარს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში „მკითხველთა კლუბის“ რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.

კლუბის წევრებმა, დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“ განიხილეს. 

„მოდერატორები არიან: მარიამ ბოჭორიშვილი და ელისო ბოჭორიშვილი. მონაწილეებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს წიგნის შინაარსზე. გამოითქვა განსხვავებული აზრი ავტორზე, წიგნზე, მის მთავარ მიზანსა და დანიშნულებაზე. ჩვენი კლუბის მიზანს სწორედ ეს წარმოადგენს:

• მოსწავლეებში წიგნის კითხვის სურვილის გაზრდა;

• აზრთა გაზიარების, განსხვავებული აზრის მიღებისა და მოსმენის უნარების განვითარების ხელშეწყობა;

• არგუმენტირებული მსჯელობა.

შეხვედრა ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და ნაყოფიერი იყო, კმაყოფილი დარჩა როგორც კლუბის მონაწილეები, ასევე დამსწრე საზოგადოება. ძალიან გვიხარია, რომ მასწავლებლები და მოსწავლეები ყოველ ჯერზე გამოთქვამენ დასწრების სურვილს. ამჯერად კლუბს 12 მუდმივი წევრი ჰყავს, იმედი გვაქვს მომავალში გაიზრდება ჩვენი კლუბის წევრთა რაოდენობა კლუბის ფუნქციონირებაში და საორგანიზაციო საკითხში ძალიან გვეხმარება ქეთი მასწავლებელი კლუბის სახელით მადლობა მას ამ კლუბის არსებობაში, ქეთი მასწავლებელს უდიდესი წვლილი მიუძღვის. გისურვებთ წარმატებებს“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება