| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, რეგულაციების დაცვით, მიმდინარეობს.
სკოლაში არის ყველა პირობა იმისათვის, რომ ბავშვები იყვნენ უსაფრთხო გარემოში.
„ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლა ჩართული იყო დისტანციურ სწავლებაში, რომელიც მიმდინარეობდა ხარვეზების გარეშე. თითოეული მოსწავლე აქტიურად მონაწილეობდა საგაკვეთილო პროცესში.
პირველ თებერვალს სწავლა განახლდა სასკოლო სივრცეში. სოფლის მეორე სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიდან გამომდინარე, ზედა ბზვანის სკოლა მასპინძლობს ბზვანის საჯარო სკოლას და სწავლა მიმდინარეობს ორ სმენაში.
სკოლაში არის ყველა პირობა იმისათვის, რომ ბავშვები იყვნენ უსაფრთხო გარემოში. ყოველდღიურად ტარდება მოსწავლეთა და მასწავლებელთა თერმო სკრინინგი და სადენზიფექციო სამუშაოები.სკოლას აქვს საიზოლაციო ოთახი,სადეზინფექციო საშუალებები,დეზობარიერები.
მოსწავლეები და მასწავლებლები არიან მოტივირებულნი,ცდილობენ გაიზიარონ და ფეხი აუწყონ სიახლეებს.მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი შეზღუდვებისა მუსიკის პედაგოგმა იზა ტყეშელაშვილმა მოახერხა გარე დაკვირვება გაევლო ონლაინ და გახდა წამყვანი მასწავლებელი“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა