| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში ინტერნეტ უსაფრთხოების დღე აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პრეზენტაციები თემებზე - კიბერბულინგი, კიბერუსაფრთხოება, ივენთი Code Week 2021.
„9 თებერვალს სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ (ხელმძღვანელი მ. არახამია ) eTwinning -ის ჯგუფის ( ხელმძღვანელები: ლ.ხვიჩავა, ი.სოსელია, მ.ქარდავა ) და „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021“- ის ეკოკლუბის (ხელმძღვანელი მ.ქარდავა) ერთობლივი ძალისხმევით ჩხორიის საჯარო სკოლაში
ინტერნეტ უსაფრთხოების დღე აღინიშნა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ინტერნეტ უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობისა და „ციფრული წიგნიერების“ დონის ამაღლების ხელშეწყობა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პრეზენტაციები თემაზე: კიბერბულინგი, კიბერუსაფრთხოება ,ივენთი Code Week 2021 , რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა სხვადასხვა პროგრამების დახმარებით (Canva.com, Word Art, Postermywall, Pixel Art და სხვა ) შექმნეს პოსტერები და ნახატები.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მიიღეს ელექტრონული სერტიფიკატები. ეს დღე ამჟამად 130 -ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია
PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა