სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენი მშობლიური სკოლა, მოწოდების სიმაღლეზეა“ - თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებსა და მშობლებს მიმართავს
10-02-2021
-
+


15 თებერვალს თბილისის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს უკვე გადაეგზავნათ, თავის მხრივ კი სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებიცა და მშობლებიც საქმის კურსში უნდა ჩააყენოს.

სწორედ ამიტომ, თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორმა, ლიანა ფუტკარაძემ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმართა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. Etaloni.ge ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენო ძვირფასო 133-ელებო! 

როგორც მოგეხსენებათ, 15 თებერვლიდან გვეძლევა საშუალება, სწავლა გავაგრძელოთ სკოლაში პირისპირ სწავლების რეჟიმში. თქვენი მშობლიური სკოლა, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა და ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა თქვენთან შესახვედრად, მაქსიმალური უსაფრთხო გარემოს ორგანიზებისათვის. განხორციელდა გენერალური დასუფთავება, გენერალური დეზინფექცია. გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია; დაკმაყოფილებულია პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სტანდარტი. სამინისტრომ იზრუნა, როგორც ყველა, ასევე ჩვენი სკოლის სადეზინფექციო საშუალებებითა და პირბადეებით საკმარისზე მეტი რაოდენობით აღჭურვაზე, ადმინისტრაციამ იზრუნა ხელსაბანების თბილი წყლით უზრუნველყოფაზე. სწავლის დაწყებამდე სკოლის პერსონალის 100%-ს ჩაუტარდება კოვიდტესტირება. სკოლის ჰიგიენური მდგომარეობა რომ სანიმუშოა, აღარ ვისაუბრებ. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ-სწავლების დროს მაქსიმალურად იხარჯებოდა ყველა მასწავლებელი და რისი გაკეთებაც ამ ფორმატში შეიძლებოდა კეთდებოდა მაქსიმალური - ძვირფასო მშობლებო! თქვენი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალიზაცია და საერთოდ, ფიზიკურ სწავლებას რომ ალტერნატივა არ აქვს, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ მოგცათ არჩევანის უფლება, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია www.Online.emis.ge, მიმართოთ კანცელარიას და დარჩეთ ონლაინ-სწავლების ფორმატზე, მოგიწოდებთ, ერთად, ერთმანეთის გვერდით დგომითა და მხარდაჭერით, ხელი შეუწყოთ ფიზიკურ სწავლებას. ჩვენი მხრივ კი გპირდებით,რომ თავდაუზოგავად ვიშრომებთ, ვიქნებით მაქსიმალური ყურადღებით, რათა დაცული იყოს თქვენი შვილების, როგორც ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ასევე მათ ჰქონდეთ უწყვეტი და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა.

p.s. დღის რეჟიმის, გაკვეთილების ცხრილისა და წესებისა და პროცედურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებენ დამრიგებლები.

p.s.ფიზიკური სწავლების მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელსა და მზრუნველობას მოვაკლებთ ონლაინ-სწავლებაზე დარჩენილ ბავშვებს. არჩევანის გაკეთება თქვენზეა.

ყველას მშვიდობას, ჯანმრთელობასა და წარმატებებს გისურვებთ. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება