სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დისტანციის დაცვა აუცილებელია, მაგრამ ბავშვებისაგან წამოსული ემოცია ეკრანს მიღმა არ რჩება“-ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მერხებს დაუბრუნდნენ
09-02-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მერხებს, რეგულაციების დაცვით, დაუბრუნდნენ. 

სკოლაში დაბრუნება ახარებთ, როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს. სკოლა სასკოლო საზოგადოებას სკოლაში დაბრუნებას ულოცავს. 

„საგაზაფხულო არდადეგები 15 მარტამდე გრძელდებოდა. გაგვიხარდა.....

დათბება, გარემო საგაზაფხულოდ მოირთვება და ჩვენც დავბრუნდებით, ასე ვფიქრობდით. 

მაგრამ უჩვეულოდ გაგრძელდა ჩვენი არდადეგები. 

საქართველო და მსოფლიო გაირინდა რაღაც ცუდის მოლოდინში. პანდემია....

COVID 19  ... კორონა ვირუსი სიტყვები დამკვიდრდა ყოველდღიურ მეტყველებაში. პირბადიანი ხალხი და დამფრთხალი მზერა. შორიდან მისალმება... შეიცვალა ირგვლივ ყველაფერი. თითქოს გაუფერულდა, სახლში გამოვიკეტეთ. ონლაინ სწავლებაში გავიწაფეთ და „სულებივით“ ვიძახებდით მოსწავლეებს, თუ აქ ხარ მიგვანიშნე! ამასობაში წელიწადი მიილია. ყველას გვენატრებოდა ეს დრო, როცა ლაღები ვიყავით. ბავშვებს გულში ვიხუტებდით, სწორი პასუხის შემთხვევაში მზრუნველად ხელს გადავუსვამდით. 

ეკრანის ციმციმისაგან გადაღლილი თვალები ცრემლით გვევსებოდა. 

როგორც იქნა დავუბრუნდით საკლასო ოთახებს, მართალია დისტანციის დაცვა აუცილებელია მაგრამ ბავშვებისაგან წამოსული ემოცია ეკრანს მიღმა არ რჩება, ყველას შეგვიძლია გამოვუყოთ დრო. იმედია მალე ისევ ძველ ამპლუაში ვიქნებით ყველანი. 

ყველას გილოცავთ სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელებას“,- ნათქვამია სკოლის წერილში.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება