| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გაიცანით, ყოჩაღი და მიზანსწრაფული მეორეკლასელი მოსწავლე- ეკატერინე მამალაძე, რომელმაც ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა ასახელა. მოსწავლემ ინოვაციური პორტალის izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა.
„ეკატერინეს ჰობი- კითხვა და ტანვარჯიშია. ტესტებში ყველაზე მეტად მათემატიკური საკითხები მოსწონს. მეგობრებს ურჩევდა პროექტში ჩართვას, იმიტომ, რომ სახალისო და საინტერესოა.
დიდი სიამოვნებით უცდის ყოველ ხუთშაბათს, რომ მიიღოს ბრწყინვალე შედეგი და ყოველი ტესტის შემდეგ- ცდილობს უკეთესი და უკეთესი გახდეს. სკოლაში ძალიან კარგად სწავლობს. მისი მასწავლებელი ნინო გორდელაძე-შავიშვილია“,-გვწერს ღიმილიანი ეკატერინეს მზრუნველი მშობელი.
4 თებერვალს izrune.ge-ზე „სიბრძნის ხუთშაბათის“ დღე იყო.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა