სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იყო მკითხველი - ეს ხომ თავისთავად სასწაულია“... - წიგნის საჯაროდ კითხვის დღესასწაული სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“
09-02-2021
-
+


სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს... რა თქმა უნდა, ონლაინ-სივრცეში და არსებული რეკომენდაციების სრული გათვალსწინებით. თუმცა, პანდემიურ ფონს ხელი არ შეუშლია მონაწილეებისთვის, ღონისძიება, სტუმართან - მწერალ და ესეისტ რატი მუჯირთან ერთად, ნამდვილ დღესასწაულად ექციათ: 

„სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ (დირექტორი - ნაზი ნადირაძე. თბილისი, ავჭალა; დ.სარაჯიშვილის 108) აქტიურადაა ჩართული მასშტაბურ ღონისძიებებში. წელს მეექვსედ აღინიშნა  ჩვენს ქვეყანაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. მსოფლიოში მას ყოველწლიურად 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს საერთო დევიზით: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“.

ჩვენმა სკოლამ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ლია ბაზაძის ინიციატივით, მონაწილეობა მიიღო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პროექტში: მთელი დღის მანძილზე თანამედროვე ქართველი ავტორები სტუმრობდნენ სკოლებს და უნივერსიტეტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სკოლა-ლიცეუმმა „ცოდნამ“ უმასპინძლა ძალიან საინტერესო ადამიანს, მწერალს, ჟურნალისტს, ესეისტს - რატი მუჯირს, რომელმაც ჩვენს უფროსკლასელებთან ისაუბრა წიგნიერების მნიშვნელობასა და როლზე ადამიანის ცხოვრებაში, მან გაუზიარა მსმენელებს  თავისი ჟურნალისტური გამოცდილება მსოფლიოს ცხელ წერტილებში მუშაობისა („არაბული გაზაფხული“, სირიის ომი, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი, ერაყის სამშვიდობო მისია და ქართველი ჯარისკაცები). ავღანურ ამბებს ეხება მწერლის მეორე წიგნი, საიდანაც ამონარიდები წაიკითხა ავტორმა. მოსწავლეებისთვის ეს თემები  ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა, შესაბამისად  დასვეს მრავალფეროვანი შეკითხვები. ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც ხომ ესაა - ფიქრი აღუძრას მოსწავლეს  და ასევე აპოვნინოს თავისი სათქმელიც...

პროექტის ორგანიზატორებისგან ჩვენმა უფროსკლასელებმა მიიღეს შესანიშნავი საჩუქარი - „საბას“ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომა, რაც კიდევ ერთი დამატებითი სტიმული იქნება მათთვის, იკითხონ ყველგან და ყოველთვის, ჩამოყალიბდნენ გემოვნებიან მკითხველებად, მიიღონ სიამოვნება, დაფიქრდნენ, გახდნენ მეტად თავისუფალნი და შემწყნარებელნი, ლიტერატურა ამის შანსს ნამდვილად გვაძლევს ადამიანებს... „იყო მკითხველი - ეს ხომ თავისთავად სასწაულია“...



ვიდეო სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება