სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე სამყარო!“ - სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
08-02-2021
-
+


თბილისის სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ (დირექტორი - ნაზი ნადირაძე. თბილისი, ავჭალა; დ. სარაჯიშვილის 108) გუნდი ერთხმად თანხმდება, რომ ღირებულებებზე დამყარებული გარემო ქმნის ჯანსაღად განვითარების პირობებს. სკოლა კი ის გარემოა, სადაც ყალიბდება ფუნდამენტური ღირებულებები, პიროვნული თუ მორალური განვითარების კუთხით, ამიტომ, მნიშვნელოვანია სკოლაში წიგნიერი გარემო და მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ასამაღლებლად სწორად შერჩეული აქტივობები.

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე სამყარო“ - არის პროექტი, რომელმაც გააერთიანა სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“  დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები.

წიგნიერების დღესთან დაკავშირებით სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“ არაერთი ღონისძიება ჩატარებულა, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, წელს განსხვავებული სახე მიეცა ამ დღეს. მასწავლებლების: ლიკა ლაგვილავას, ნია დათუკიშვილის, მედეია ბოლქვაძის, ნინო სამსონაშვილის, თამარ ოქრიაშვილის, სალომე ქევხიშვილის, მარიამ მოდებაძის, თეკლე ბეგიაშვილის, ირინა დოლიძისა და ეკატერინე ბეჟიტაშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები განსხვავებული პროექტებით შეუერთდნენ ღონისძიებას („ადამიანი სრულქმნილი ხდება წიგნის კითხვით!“, „მეგობარი წიგნი“, „წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“ და სხვ.);

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე წიგნთან და ლიტერატურასთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.

 სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ გუნდი ცდილობს, აღსაზრდელებს აზიაროს ის დიდი  საგანძური, რომელსაც წიგნი ჰქვია, გონებაში წარმოდგენილი სცენარი უფრო მეტად თვლსაჩინო და ხილვადი გახადოს შემოქმედებითი პროექტებით.

იხილეთ ვიდეო ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება