სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N106 სკოლის 23-მა კლასმა izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტული მოიპოვა 
08-02-2021
-
+


საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე დეკემბრის სუპერ კლასები გამოვლინდა. „სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს. izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

თბილისის, ზურაბ იარაჯულის სახელობის, N106 საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, განსაკუთრებული წარმატების აურა ტრიალებს.

საქართველოს განათლების სისტემაში არსებული უპრეცენდენტო პროტალის, izrune.ge-ს გამორჩეულად აქტიური წევრობა, პორტალის დაარსების დღიდან არ დაუთმია არცერთი სკოლისთვის, რადგან სკოლა სრულიად იზიარებს „იზრუნეს“ არსებობის მამულიშვილურ მისიას და თანამედროვე მოსწავლეზე სწორი მიმართულებით მზრუნველ პორტალს აქტიურ რეკომენდაციას უწევს. ყველა ასმეექვსელმა კარგად იცის, როგორ იაროს წინ, განვითარებისკენ!

„იზრუნე“ უზრუნველყოფს სკოლის წარმატებული მუშაობის თვალსაჩინოდ წარმოჩენას, მოსწავლეთა აკადემიური და სააზროვნო უნარების ხარისხის გამოვლენას როგორც ოჯახებისთვის, ასევე სკოლისთვის.

ახალი 2021 წელიც, ასმეექვსე სკოლის უძლიერესმა გუნდმა, მუდამ მოსწავლეებსა და სკოლაზე მოფიქრალ ხელმძღვანელთან, ბატონ თენგიზ გულორდავასთან ერთად, გამორჩეული წარმატებებით დაიწყო.

2019-2020 სასწავლო წლის ბოლო, დეკემბრის შემაჯამებელ ტესტირებაში, მოსწავლეთა ჩართულობითა და მაღალი აკადემიური და სააზროვნო შედეგებით გამორჩეული 23 „სუპერ კლასი“ გამოვლინდა. საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებულად მაღალი შედეგი აჩვენა სკოლის ერთიანმა გუნდმა. და ახალი, 2020-2021 სასწავლო წელიც, თავისივე რეკორდული მაჩვენებლის გაუმოჯბესებით დაიწყო სკოლამ და იანვრის თვის შემაჯამებელ ტესტირებაში 23 „სუპერ კლასი“ გამოვლინდა, ამის შემდეგ კი, თბილისის, ზურაბ იარაჯულის სახელობის #106 საჯარო სკოლას, მიენიჭა ,,სუპერ სკოლის“ სტატუსი.

საამაყო სკოლის მისაბაძი ხელმძღვანელი, თავისი გუნდით, კიდევ უფრო მაღალი მოტივაციით განაგრძობს ,,სუპერ სკოლის“ სტატუსის შენარჩუნებასა და წარმატებული კლასების რაოდენობის ზრდას. მანამდე კი, გაგაცნობთ, 23 ,,სუპერ კლასის“ ტიტულის მქონე მზრუნველ დამრიგებლებს, თავისი კლასებით:

Iვ კლასი- თამარ შოშიაშვილი;
IIბ კლასი- ელზა ჭიკაძე;
Iბ კლასი- ხათუნა გასიტაშვილი;
Iა კლასი- ფატი სამნიაშვილი;
Iე კლასი- თამთა ქვაჭრელიშვილი;
IIგ კლასი- თეონა ბექაური;
IIIბ კლასი- მარინე კუპატაძე;
Iგკლასი- მაია გურასაშვილი;
Iზ კლასი- მაია ზაალიშვილი;
IIდ კლასი- თინათინ ბერუაშვილი;
Iდ კლასი- ინა მეცხვარიშვილი;
IIIგ კლასი- ქეთევან მიქაძე;
IIIა კლასი- შორენა იმედაიშვილი;
IVა კლასი- ლია გასიტაშვილი;
IIIე კლასი- ლია ვარძელაშვილი;
IIზ კლასი- ნინო მინაშვილი,
IVბ კლასი- რიტა ყიფშიძე;
Vა კლასი- ნინო ნიკორაშვილი-ვაშაკიძე;
Vე კლასი- თამარ გეგიძე;
IVე კლასი- მაია ზაალიშვილი;
IVვ კლასი- თამთა ქვაჭრელიშვილი;
IIIვ კლასი- მეგი გუმბერიძე;
IVდ კლასი- ია ბრეგვაძე.

საქართველოს სჭირდება მეტი ასეთი განსაკუთრებულად მზრუნველი მასწავლებელი და ყურადღებიანი, მუდამ სკოლის წინსვლაზე მოფიქრალი დირექტორი, რომლებიც ბავშვების განათლების მოტივაციაზე ასე გულმოდგინედ ზრუნავენ! 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ბზის მოჭრისთვის ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე გაიზარდა - კონტროლის გამკაცრებაზე ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

100 და 50 ლარი სემესტრულად, ყოველ თვე გაიცემა - რომელ სტუდენტებს ეხებათ მუნიციპალური პროგრამა

სად უნდა ნახოთ ინფორმაცია საჯარო და კერძო სკოლების შესახებ - პედაგოგებისა და მოსწავლეების რაოდენობა, ვაკანტური ადგილები, შინაგანაწესი და სხვა დეტალები

სკოლის მოსწავლეების საყურადღებოდ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 5 აპრილამდეა

მთავარი შეცდომა, რომელსაც ეროვნულებზე რეგისტრაციისას აბიტურიენტები უშვებენ - NAEC-ის დირექტორი დეტალებზე საუბრობს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში სახანძრო სამაშველო საქმიანობის ისტორია

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება