სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის N12 სკოლის გუნდ​ი საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე საინტერესო პროექტით წარდგა
08-02-2021
-
+


ფოთის N12 საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ჩატარებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში  - „კომპეტენციაზე დაფუძნებული განათლების მხარდაჭერა სკოლებში„ მონაწილეობდა. 

სკოლა კონფერენციაზე პროექტით - „მე-უკეთესი მომავლისთვის“ წარდგა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ფოთის N12 სკოლის გუნდმა ძალზე საინტერესოდ და ეფექტურად წარუდგინა საკუთარი პროექტი დამსწრე საზოგადოებას.

„სკოლები დემოკრატიისთვის“ პროგრამა მხარს უჭერს სისტემურ დემოკრატიულ ცვლილებებს უკრაინის განათლებაში. პროგრამას ახორციელებს ევროპის ვერგელანდიის ცენტრი (ოსლო) უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების განვითარების ინსტიტუტთან, საგანმანათლებლო ინიციატივების ცენტრთან, ISAR Yednannya და უკრაინულ ფონდ „ნაბიჯ ნაბიჯ“-თან თანამშრომლობით. იგი ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

უკრაინამ ახლახან დაამტკიცა საშუალო განათლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. სკოლებს ახლა ექმნებათ გამოწვევა, რომ მოემზადონ განათლების მიღების ახალი შინაარსისა და მიდგომისთვის, რომელიც უკვე 2022 წლიდან იწყება მე-5-9 კლასებში. ამ გამოწვევას კიდევ უფრო ამყარებს ციფრული სივრცის გამოიყენება.

„სკოლები დემოკრატიისათვის“ პროგრამის ქსელი ამ პროცესს უკვე წლებია ეხმარება. 2-5 თებერვალს გამართულ კონფერენციაზე მიწვეულმა სკოლებმა წარვადგინეთ ჩვენი ახლად შემუშავებულ რესურსები და სამოქალაქო კომპეტენციების განვითარების და შეფასების ინსტრუმენტები. მონაწილეებს საშუალება გვქონდა მონაწილეობა მიგვეღო რამდენიმე სემინარში. ცალკე სესიაში შეიკრიბნენ მონაწილეები საქართველოდან და
მოლდოვიდან, რათა კონფერენციის მონაწილეებს გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილება პანდემიის დროს დემოკრატიული კომპეტენციების განვითარების შესახებ.

სკოლის პროექტების ონლაინ გამოფენაში მონაწილეობდნენ სკოლები საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან (ცალკეულ „ზუმ-ოთახებში“ მოდერატორებთან ერთად), მოდერატორი იყო ანდრია დონეტსი. საქართველოს წარმოადგენდა შვიდი სკოლა, ერთ-ერთი მათ შორის იყო ქალაქ ფოთის N12 საჯარო სკოლა (დირექტორი მანანა ხობელია, პროექტის თანაავტორი ნანა გალდავა). სკოლამ წარადგინა პროექტი
დემოკრატიული კულტურის მიმართულებით „მე-უკეთესი მომავლისთვის“.

ონლაინკონფერენცია საინტერესოდ წარიმართა - პრეზენტაციაზე დაისვა კითხვები მონაწილეთა მხრიდან პროექტის ფარგლებში გამოვლენილი გამოწვევებისა და მათი გადალახვის გზების შესახებ.

ქალაქ ფოთის N12 სკოლის გუნდმა ძალზე საინტერესოდ და ეფექტურად წარუდგინა საკუთარი პროექტი დამსწრე საზოგადოებას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ შეხვედრის ამსახველი ფოტო-მასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება