სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 სკოლის მეორეკლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ონლაინ ღონისძიებაზე მწერალ ვასო გულეურს უმასპინძლეს
08-02-2021
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

„წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და საქართველოში 2021 წლის 3 თებერვალს, უკვე მეექვსედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა! ამჯერად, არსებული ეპიდსიტუაციის გამო ღონისძიება ონლან რეჟიმით დაიგეგმა. თბილისის N103 საჯარო სკოლის მეორეკლასელებიც, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, შეუერთდნენ ამ ღონისძიებას წიგნის პოპულარიზაციისა და კითხვის კულტურის დამკვიდრების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებას და მომავალში აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბებას.

ღონისძიების ფარგლებში პედაგოგმა, ონლაინ შეხვედრაზე მოიწვია საბავშვო მწერალი და მთარგმნელი ვასო გულეური, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ვასო გულეურის ნაწარმოებების მიხედვით. თავად ავტორმა კი წაუკითხა ზღაპარი -„კაშალოტ შარლოტას შადრევანი“ და ბავშვების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კიდევ ერთი საინტერესო მოგონება ჩაიწერა ამ პატარების სასკოლო ისტორიაში, მადლობა ამისათვის ვასო გულეურს, წინ კიდევ მრავალი წარმატება ელით! დაე, მათი სახით წიგნის ქომაგები და დედაენის დამცველები აღზრდილიყვნენ...“,-ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება