სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო მოსწავლეთა მშობლებს ინიციატივით მიმართავს და მათ  არსებული გამოწვევების განხილვისთვის იწვევს - რეგისტრაციის ვადა შეზღუდულია
06-02-2021
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოსწავლეების მშობლებს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევევების შესწავლის და მოგვარების მიზნით სამუშაო პროცესში ჩართვას სთავაზობს. 

სამინისტროს ინიციატივის მშობლებამდე მიტანა მასწავლებლებს დაევალათ. დაინტერესებულ მშობლებს კი პორცესში ჩართვის ვადა 12 თებერვლის ჩათვლით აქვთ. 

„სამინისტრო განათლების სისტემისთვის აქტუალური საკითხების შესწავლის მიზნით გეგმავს მშობლებთან კომუნიკაციას და მათ აქტიურ ჩართულობას მიმდინარე პროცესებში. ამიტომ გვთხოვენ, რომ უზრუნველვყოთ მშობლებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება, რათა დაინტერესებული მშობელი დარეგისტრირდეს ქვემოთ მოცემულ ლინკზე და მონაწილეობა მიიღოს ხოლმე კვლევებში და გამოკითხვებში, რომელბსაც დაგეგმავს სამინისტრო მომავალში. კვლევა პერიოდულად ჩატარდება.რეგისტრაციის გავლა ავტომატურად ნიშნავს, რომ ის დაინტერესებულია და თანხმობას აცხადებს მიმდინარე პროცესებში ჩართულობაზე. მსურველ მშობლებს ბმულზე დარეგისტრირება შეუძლიათ არაუგვიანეს 12 თებერვლისა“,- ნათქვამია მშობლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში. 

etaloni.ge გთავაზობთ, სარეგისტრაციო ბმულს.

სარეგისტრაციო ფორმის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე შეხვედრები გაიმართება ონლაინ რეჟიმში. ეს ინიციატივა პერმანენტული ხასიათისაა და  მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მშობელს.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლების სისტემისთვის აქტუალური პრობლემების შესწავლის მიზნით, გეგმავს სამუშაო შეხვედრების, დისკუსიებისა და ფოკუს ჯგუფების ორგანიზებას. სასკოლო საზოგადოების, კერძოდ კი, მშობელთა ჩართულობა აღნიშნულ პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

პირველ ეტაპზე შეხვედრები გაიმართება ონლაინ რეჟიმში. ეს ინიციატივა პერმანენტული ხასიათისაა და  მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მშობელს.  მომდევნო ეტაპებზე შეხვედრების ფორმატი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე განისაზღვრება.
 
აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
კითხვარის ბოლოს, მას შემდეგ, რაც შეავსებთ ქვემოთ მოცემულ ველებს, დაადასტურეთ შევსებული ინფორმაციის გაზიარება "submit" ღილაკით. 

რეგისტრაციის გავლა გულისხმობს თქვენს თანხმობასა და თანამშრომლობისთვის მზაობას“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება